ჯანლუკა დი მარციო: "ლივერპულმა" დემბელეს შესაძენად შეთავაზება უკვე გააკეთა

ჯანლუკა დი მარციო: "ლივერპულმა" დემბელეს შესაძენად შეთავაზება უკვე გააკეთა

ჯანლუკა დი მარციო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეპუტაციის მქონე საფეხბურთო ანალიტიკოსია. მისი ინფორმაციით, "ლივერპული" "ბარსას" დემბელეს იჯარის წესით შეძენაზე უკვე დაუკავშირდა.

წითლებს კონტაქტი როგორც კლუბთან, ასევე ფეხბურთელთანაც ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, უსმანს "ბლაუგრანას" დატოვების სურვილი არ აქვს და სურს საკუთარი შანსები მომავალში გამოიყენოს.

იურგენ კლოპს ფრანგი ფეხბურთელის მიმართ სიმპათიები დიდი ხანია აქვს. გერმანელ სპეციალისტს მისი შეძენა 2017 წელსაც სურდა. "დორტმუნდში" მწვრთნელობის პერიოდში მას დემბელესთან ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა არ ჰქონია, თუმცა მის პროგრესს ხედავდა და აკვირდებოდა.

ჯერჯერობით კატალონიელთა პოზიცია, პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, უცნობია. თუმცა "ბარსელონა" ზაფხულში შემადგენლობის განახლებასა და გუნდიდან რამდენიმე სახელოვანი ფეხბურთელის გაშვებას აპირებს.

უსმანის კონტრაქტს ვადა 2022 წლის 30 ივნისს გასდის, მისი გამოსასყიდი თანხა კი 400 მილიონი ევროა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 4 ივნისი 2020 17:21
    0
    400 მილიონი!!!!!! მოვკვდი სიცილით, 40-ათ ვერ ყიდიან, ეს უბედურები და ისიც რა დიდ გულზეა ბარსაში უნდა თურმე ისტორიის დაწერა....რას არ გაიგებ.
    [?]
    #7 4 ივნისი 2020 00:29
    5
    ციტატა: M10 S9 D11
    ერთი ეს მოიხოდებოდეს და მეტი არ მინდა არაფერი

    არადა ტიპმა რამდენიმე კარგი თამაში ხო ჩაატარა არა? თითზე ჩამოსათვლელი მარა მაინც კარგი თამაში. რა მაგარი იყო პროსტა იმ თამაშებში და სტაბილურად ეგეთი რო გვყავდეს როგორ შეგვიმსუბუქებდა საქმეს, რამხელა ძალა იქნებოდა გადაბერებულ ნელ გუნდში. ლეგანესთან იყო ერთი კარგი თამაში, ტრავმით დაამთავრა მარა მაინც, ესპანიოლთან, ორივე შარშან. წელს ამხანაგურებზე მაგარი აქტიური იყო, სევილიასთანაც იფრინა და მერე კიც გაქრა. პროსტა ამხელა ხელფასად არ ღირს გუნდში გყავდეს 10 თამაშის გამო სეზონში. იქიდანაც ნახევარს აგდებდეს. თორე სრული პოტენციალის გამოვლენის შემთხვევაში ბევრს მოგვცემდა. ცოტა სათამაშო ინტელექტიც რო მომატებოდა. მარა მე უკვე ფარ-ხმალი მაქვს დაყრილი ამაზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 3 ივნისი 2020 23:50
    4
    400 ბევრია, 150 წაიყვანეთ. მეტი რა დავაკლოთ. 😆
    Culé [?]
    #5 3 ივნისი 2020 23:35
    2
    წავიდეს იქნება კლოპმა მოხოდოს ხელფასიც დაიზოგება და იჯარის ფულიც შემოვა. ერთი წელია არაფერია მაინც სულ ლაზარეთში წევს
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #4 3 ივნისი 2020 23:15
    3
    სნობ ლუზერებს რაკიტიჩსაც კი არ გავატანდი. დემბო მალე ათამაშდება და ყველა ნახავს მის რეალურ ძალას.
    ფანი [?]
    #3 3 ივნისი 2020 23:07
    2
    ციტატა: M10 S9 D11
    ერთი ეს მოიხოდებოდეს და მეტი არ მინდა არაფერი

    მაგან ოღონდ მოიხოდოს და ვისაც ეგ ეწყინება იმის პირში ჩაახტეს კოჭლი წერო
    ჩვენ ვსაუბრობთ რეალობაზე რომელიც დღეს არის და დღეს სამწუხაროდ სხვა რეალობაა
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 ივნისი 2020 22:58
    3
    ერთი ეს მოიხოდებოდეს და მეტი არ მინდა არაფერი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #1 3 ივნისი 2020 22:52
    5
    ალილუია

    არ წახვიდე არ დამტოვო შენი სუნთქვა
    ჩემთვის ყველაფერია
    ჩემი გული ჩემი სული ჩემი სიმღერები
    მხოლოდ შენია
    ნუ დაუშვებ ამ შეცდოომას კიდევ ერთხელ
    ან იქნება ან არა
    თორე მერე ბევრს ინანებ როცა თმებში
    შეგერევა ჭაღარა
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆