4 ფეხბურთელი, რომლებიც "ბარსელონას" თვის ბოლომდე დატოვებენ

4 ფეხბურთელი, რომლებიც "ბარსელონას" თვის ბოლომდე დატოვებენ

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" ივნისის ბოლოსთვის გაყიდვებიდან ბიუჯეტის დაახლოებით 70 მილიონი ევროთი შევსებას გეგმავს.

კატალონიური წყაროს ცნობით, "ბლაუგრანადან" წასვლის პირველი კანდიდატები კარლეს ალენია, ჟან-კლერ ტოდიბო, რაფინია ალკანტარა და მუსა ვაგე არიან.

კარლეს ალენია

ალენია, ამჟამად, "ბეტისშია" განათხოვრებული. 22 წლის ნახევარმცველმა, შესაძლოა, სევილიურ კლუბთან საიჯარო კონტრაქტი გაახანგრძლივოს. "ბარსელონა" ესპანელი მოთამაშის იჯარაში გარკვეულ თანხას მიიღებს. ამასთანავე, კატალონიელები ფეხბურთელის ხელფასის გადახდას თავიდან აიცილებენ.

ჟან-კლერ ტოდიბო

22 წლის ცენტრალური მცველი "შალკეში" იჯარით იმყოფება. ტოდიბოთი "ევერტონია" დაინტერესებული. ინგლისელები მზად არიან ფეხბურთელი 25 მილიონ ევროდ დაიმატონ იქამდე, სანამ პრემიერ ლიგა განახლდება.

რაფინია ალკანტარა

რაც შეეხება რაფინიას, ის "სელტაშია" განათხოვრებული. ვიგოური კლუბი მზადაა, ბრაზილიელი 16 მილიონ ევროდ გამოისყიდოს, თუმცა 27 წლის ნახევარმცველს იტალიაში ან ინგლისში გადაბარგება სურს.

მუსა ვაგე

ცნობილია, რომ ფრანგული "ნიცა" ვაგეს 10 მილიონ ევროდ არ გამოისყიდის. კატალონიელები მიიჩნევენ, რომ 21 წლის მარჯვენა მცველში აღნიშნულ თანხას სხვა კლუბი გადაიხდის.

"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" შესანიშნავად იციან, რომ ამ ფეხბურთელების გაყიდვით კარგად ვერ იხეირებენ. "ბარსელონა" იმედოვნებს, რომ დიდ ფულს ფილიპე კოუტინიოსა და ნელსონ სემედუს გაშვებით გამოიმუშავებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 3 ივნისი 2020 11:59
    0
    ტოდიბო და ალენია უნდა დარჩეს! მუსა ვაგესაც მივცემდი შანსს
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #6 3 ივნისი 2020 01:09
    1
    ალენია რომ დაიწერა, ვიცოდი ვის კომენტარსაც ვნახავდი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 3 ივნისი 2020 01:00
    2
    ტოდიბოს თავი დაანებეთ დანარჩენები შეფუთეთ და ისე გაატანეთ ვინც წაიყვანს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 3 ივნისი 2020 00:39
    1
    ტოდიბო შანსს იმსახურებს.
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    ფანი [?]
    #3 3 ივნისი 2020 00:21
    0
    აქედან ყველა გადაშვებია. ცუდია რომ კორონავირუსს დაემთხვა ამათი ტრანსფერები და ფასებმა დაიწია
    გულშემატკივარი [?]
    #2 3 ივნისი 2020 00:07
    0
    ციტატა: nikusha
    რა ალენია ბართოს აჟრიალებს ზე ტალენტია გაიგე ყრუ ბართო! წაეთრიოს ბართლო და მიხედავს ლაპორტა ან ვინმე კაი კაცი ბარსას და ასე ზე ტალენტებს არავინ გაუშვებს მერე

    იმათი ანანიძეა ;დ
    ფანი [?]
    #1 3 ივნისი 2020 00:05
    3
    რა ალენია ბართოს აჟრიალებს ზე ტალენტია გაიგე ყრუ ბართო! წაეთრიოს ბართლო და მიხედავს ლაპორტა ან ვინმე კაი კაცი ბარსას და ასე ზე ტალენტებს არავინ გაუშვებს მერე
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა