ფოკუსს მიღმა - 02.06.2020
- 2-06-2020, 23:18
-
Tsitsi
- 2

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.
ლაუტარო მარტინესი
"ბარსელონასა" და ლაუტარო მარტინესს შორის შეთანხმებული ხელშეკრულება მოქმედების 5-წლიან ვადასა და ხელფასის სახით, ბონუსებთან ერთად, 12 მილიონ ევროს ითვალისწინებს. ტრანსფერისთვის "ინტერთან" საბოლოო შეთანხმების მიღწევაა დარჩენილი. [Sport]
მილანის "ინტერი" ლაუტარო მარტინესის გაშვებას მისი ღირსეული შემცველელის პოვნის გარეშე არ აპირებს. "ნერაძური" ედინსონ კავანისა და ტიმო ვერნერის ვარიანტებს განიხილავს. [Mundo Deportivo]
ტაკეფუსა კუბო
"ლა მასიაში" გატარებული 4 წლის შემდეგ, ტაკეფუსა კუბო გასულ წელს "რეალს" შეუერთდა. ახლა კი ვრცელდება სტატისტიკა, სადაც ჩანს, რომ თითოეულ მატჩში საშუალოდ 5,4 დრიბლინგს ახორიელებს. აღნიშნული მაჩვენებელი ლიონელ მესის გარდა ლა ლიგაში არავის აქვს. [Football-ESPN]
რაფინია ალკანტარა
ვიგოს "სელტა" მზადაა, "ბარსელონადან" განათხოვრებული ფეხბურთელი, რაფინია ალკანტარა გამოისყიდოს, თუმცა თავად ბრაზილიელს სერია A-ში ან პრემიერ ლიგაში გადაბარგების პერსპექტივა ხიბლავს. ერთ-ერთი მსურველი მილანის "ინტერია". [Mundo Deportivo]
რიკი პუჩი
იმ შემთხვევაში, თუ რიკი პუჩი მომდევნო სეზონში "ბარსელონაში" ვერ დარჩება, იჯარით "სელტაში" გადასვლას ამჯობინებს. [Sport]
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]