რონალდინიო სხვა განზომილების ფეხბურთელი იყო - ეუსებიო საკრისტანი
- 2-06-2020, 15:27
-
Tsitsi
- 6

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი და სარეზერვო გუნდის მწვრთნელი, ეუსებიო საკრისტანი კატალონიური კლუბის ლეგენდაზე, რონალდინიო გაუჩოზე საუბრობს.
"როდესაც ბრაზილიელს ვხედავდით, გაოგნებული ვუყურებდით. რონალდინიო როგორც ასაკოვან, ისევე ახალგაზრდა გულშემატკივრებს აღაფრთოვანებდა. ბავშვები მას კერპად და ჯადოქრად აღიქვამდნენ.
რონალდინიო, როგორც ჩანს, სხვა განზომილების, სხვა სამყაროდან მოსული ფეხბურთელი იყო. მას ფიზიკური მდგომარეობა, ნიჭი და ქარიზმა უნიკალურსა და სანახაობრივს ხდიდა", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს El Pais.
რონალდინიო "ბარსაში" 2003-2008 წლებში ბრწყინავდა, რა დროის განმავლობაშიც, 207 მატჩში 94 გოლი და 71 ასისტი მიითვალა. საკრისტანი კი, სწორედ ამ პერიოდში, ფრანკ რაიკაარდის ასისტენტი იყო, ხოლო მანამდე, საფეხბურთო კარიერის დროს, 1988-1995 წლების სეზონში იოჰან კრუიფის "დრიმ თიმის" წევრი გახლდათ. ასევე, ეუსებიო 2011-2015 წლებში "ბარსა ბ"-ს წვრთნიდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]