ჩემთვის ნეიმარის წასვლა უკეთესი იყო - ჟორდი ალბა

ჩემთვის ნეიმარის წასვლა უკეთესი იყო - ჟორდი ალბა

"ბარსელონას" მარცხენა მცველი, ჟორდი ალბა კატალონიელთა ყოფილ ვარსკვლავზე, ნეიმარ ჟუნიორზე საუბრობს.

"ბევრი ფეხბურთელი არსებობს, რომლებსაც განსხვავებული მიზნები აქვთ, მაგრამ ნათელია, რომ ნეიმარი უნიკალური მოთამაშეა, მან ბევრი შეგვმატა.

ბრაზილიელის წასვლის შემდეგ, ფლანგზე მეტი სივრცე მომეცა, და შეიძლება ითქვას, ჩემთვის მის გარეშე ასპარეზობა უკეთესია.

ჟუნიორი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც "ბარსადან" თავისი მიზნების, გრძნობებისა და იდეების გამო წავიდა. თუმცა, ბედნიერი ვარ, რადგან გუნდში ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურა დარჩა", - ციტირებს ალბას სიტყვებს TVE.

შეგახსენებთ, ნეიმარი "ბლაუგრანადან" "პარი სენ-ჟერმენში" 2017 წელს 222 მილიონი ევროდ სანაცვლოდ გადაბარგდა.

ჟუნიორთან ერთად ჩატარებულ ბოლო სეზონში 31 წლის მცველმა 39 მატჩში 1 გოლი და 6 ასისტი მიითვალა, ბრაზილიელის წასვლის შემდეგ კი ჟორდის შედეგიანობამ მართლაც იმატა: 2017-2018 წლების სეზონში ალბამ 49 შეხვედრაში თავი 3 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, 2018-2019 წლებში - 54 დაპირისპირებაში 3 ბურთი და 17 შედეგიანი პასით, 2019-2020-ში კი - 24 მატჩში 1 გოლი და 2 ასისტით (ჯერჯერობით).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #11 2 ივნისი 2020 22:32
    4
    მაგიტომ ჩაი*ვი ალბათ ენფილდზე
    --------------------
    "They won't remember the trophies we won, they will remember the way we played" - Pep Guardiola.
    ფანი [?]
    #10 2 ივნისი 2020 20:56
    8
    ნელნელა რეალის ფანებს ვემსგავსებით მეგობრებო ვატყობ როცა კასილასს უსტვენდენ რაული რო გაყიდეს და ასე შემდეგ
    პროსტა როცა მაგრა იყო ხოდზე ყველას ალბა ეკერა პირზე ასაკთან ერთად მოუკლო მუდმივი კი ამ სამყაროში არაფერია რაქნას აბა არ წავიდეს შეტევაში ? რო მოუყვან დორბლიან დემბელეს ფლანგზე რაქნას აბა ?უწევს წინ წასვლა და ვეღარ ასწრებს როცა ასაკში შედიან მერე იმდენად კარგები ვეღარ არიან და ჩვენც მიმდგარი ვაგინებთ ჩმორიაო ძუნძულებს და ასე შემდეგო (პრაფესორიკოები) (არავის არ ვეხები პირადში ეს ისე საერთოდ დავწერე) როცა სუარესი გოლს იტანს პისტოლეროა როცა ვერა დედას აგინებენ რაკიტიჩი ერთ დროს მაგარი იყო აქებდენ იუვეს ფინალში რო თხარა ხო კაი იყო ვეღარ თამაშობს მძორკიტიჩიო ეძახიან ბუსკეცზეც კი ილანძღებოდენ რაღა უნდა ელაპარაკო ჰა არ ვაფასებთ ჩვენ ჩვენ ფეხბურთელებს და სხვებს ამის გამო დავცინით და უამრაავმა ადამიანმა იცის რო უყურებს ფეხბურთს გოლს ყვირის მარა სიტყვა ფანის მნიშვნელობის გაგებაში არაა მე თუ დემბელეს ვლანძღავ და რატო არ აფასებო მკითხავთ ჯერ მაგან იმის ნახევარი გააკეთოს რაც ამ ბიჭებს აქ მიცემული კლუბისთვის რომელსაც დგეს ფეხში სვრით ერთ დროს რო მოგწონდათ და დედასგეფიცები ხმა თუ ამოვიღო.დააფასე შენი თავი დააფასე შენიანი და დაგაფასებს სხვაც მე მეტი რა ვთქვა არ ვიცი გამგები გაიგებს გაუგონარს კი უფალმა მიუტევოს უცოდინრობისთვის

    ბოლოს ერთ პასუხსაც გავცემ ნეიმარის მოსვლა არ უნდათ 40 პროცენტს და აქედან 38 პროცენტი დემბელეს ფანია მხოლოდ 2 ნამდვილი კულე ვისაც ღალატი ვერ უპატიებია .უბრალოდ სიცილაკების მეტი არ უნდა დაუსვა იმას ვინც ნეიმარს შეცდომის გამოსწორების საშუალებას არ აძლევენ მათი ჭკუით და დემბელეზე მეოთხე შანს და მეოთხე წელს ითხოვენ მეტი რაუნდა ელაპარაკო დიზლაიკები არაა ამიტო უბრალოდ მოკლედ და კონკრეტულად სიცილაკის სმაილი და ეგაა

    😂 🤣 🤣 😂
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    Culé [?]
    #9 2 ივნისი 2020 20:31
    1
    გავაგდოთ ეს, რად გვინდა და მოვიყვანოთ ეიბარიდან ან ალავესიდან ვინმე, მაგალითად მოზამბიკელი ან პაპუა ახალი გვინეიდან ვინმე ჯაგალუმბა ფირპოს დონის და გვეშველება.
    ფანი [?]
    #8 2 ივნისი 2020 20:21
    0
    ხო შიბლასავით დარბიხარ აქეთ-იქით, ამ ნალაპარაკებიდანაც ჩანს რო ამისთვის მთავარია "ლიჟბი ეს იყოს კარგად"
    გულშემატკივარი [?]
    #7 2 ივნისი 2020 20:13
    0
    ალბა შენი მძორი დ..... მ.....აღარ დავაბოლოვებ
    Culé [?]
    #6 2 ივნისი 2020 18:28
    2
    ნეტა ნეი არ წასულიყო და შენ თუ გინდა სამეფო სამონეთში გადასულიყავი😂😂😂😂
    P.S. იმედია,მოღალატე ნეი აღარ დაბრუნდება.
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    ფანი [?]
    #5 2 ივნისი 2020 17:04
    2
    ძველი ალბას ნახევარიც არ არის დარჩენილი. ლივერთან სამარცხვინო წაგება 80% ამის კისერზეა მაგის მერე ხო საერთოდ დაქლიავდა
    ფანი [?]
    #4 2 ივნისი 2020 14:31
    6
    ციტატა: M10 S9 D11
    იმიტომაც გათრევენ დაცვაში შეტევიდან რო ვერ ასწრებ ჩამოსვლას

    მართალი ხარ და ეს სწორედ იმის ბრალია ნეიმარის წასვლის მერე რო ვერც კოუტინიომ ვერც გრიზმანმა და ვერც დემბელემ რო ვერ ამოავსო აუცილებლად გვჭირდება ვინგერი იმ სივრცის ამოსავსებად რომელიც ნეიმარის წასვლის მერე გაჩნდა და აღარც ალბას მოუწევს წინ სირბილი იმდენად ან თავად ნეიმარი ან ვინმე მისი დონის და არანაირი შმემბელეები ტრამვბელეები
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    ფანი [?]
    #3 2 ივნისი 2020 14:27
    3
    ციტატა: B.A.r.c.A
    ამის წასვლის დრო რით ვერ მოვიდა

    ჯერ უკეთესი მოვიდეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 ივნისი 2020 14:22
    5
    იმიტომაც გათრევენ დაცვაში შეტევიდან რო ვერ ასწრებ ჩამოსვლას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #1 2 ივნისი 2020 13:59
    1
    ამის წასვლის დრო რით ვერ მოვიდა