ტერ შტეგენი: "რეალი" არაფერს დაგვითმობს
- 2-06-2020, 13:06
-
josephk
- 7

"ბარსელონას" გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, Kicker-თან ინტერვიუში ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის შესახებ საუბრობს.
"რეალთან" წაგება მძიმე დარტყმა იყო, ლა ლიგაში ნებისმიერ გუნდს შეუძლია მეტოქეს სიურპრიზი შესთავაზოს.
ჩემპიონატში კარგი პოზიცია გვიკავია, თუმცა "რეალი" არაფერს დაგვითმობს. ასევე, ჩემპიონთა ლიგაზეც ყველაფერი ჩვენს ხელთაა. წარმატების საუკეთესო შანსი გვაქვს და გვინდა, რომ იგი გამოვიყენოთ".
ტერ შტეგენის თქმით, პაუზამ "ბარსელონაზე" დადებითად იმოქმედა.
"ფიზიკურად ასეთ კარგ ფორმაში იშვიათად ვყოფილვართ. დარჩენილ თამაშებზე უფრო მეტად ვიქნებით კონცენტრირებულები", - თქვა მან.
უკვე ოფიციალურად არის დადასტურებული, რომ ლა ლიგის 28-ე ტურის შეხვედრა, "მალიორკასა" და "ბარსელონას" შორის, 13 ივნისს გაიმართება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]