MD: შესაძლოა, ბრეითუეიტმა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შეძლოს
- 2-06-2020, 11:49
-
josephk
- 9

ევროპულ კლუბთა ასოციაციამ გასულ კვირაში უეფას შეთავაზება გაუგზავნა, რომელიც ევროტურნირებზე არარეგისტრირებული ფეხბურთელების დაშვებას გულისხმობს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
ასოციაციის აზრით, თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ ტრავმიანობის მაღალი ალბათობისა და კორონავირუსით ინფიცირების რისკების გათვალისწინებით, კლუბებს იმ ფეხბურთელების გამოყენების საშუალება უნდა მიეცეთ, რომლებიც ევროტურნირის განაცხადში არ არიან შეყვანილნი. ეს დაშვება ეხება არა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდებს ივლისში, სატრანსფერო ფანჯრის დროს, შეუერთდებიან, არამედ მხოლოდ მათ, ვინც გუნდში უკვე ირიცხება.
"ბარსელონასთვის" ასეთი ფეხბურთელი მარტინ ბრეითუეიტია. იგი კლუბმა ლა ლიგის წესდების საფუძველზე, თებერვალში, უსმან დემბელეს ტრავმის გამო, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ შეიძინა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში მისი რეგისტრირება ვერ მოხდა.
საკითხს უეფა 17 ივნისს, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, განიხილავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]