კოუტინიოსთვის მოურინიოს "ტოტენჰემის" კარი დახურულია

  • 31-05-2020, 20:48
  • კოუტინიოსთვის მოურინიოს "ტოტენჰემის" კარი დახურულია

    "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი, ფილიპე კოუტინიო, რომელიც იჯარის წესებით "ბაიერნში" ასპარეზობს, "ტოტენჰემში" არ გადავა, იტყობინება Marca. 

    საქმე იმაშია, რომ "ტოტენჰემისთვის" ფეხბურთელის ანაზღაურებასთან ერთად მისი ტრანსფერის ფასიც არარეალურია. მოთამაშის დამატება აღარც "სპურსის" დამრიგებელს, ჟოზე მოურინიოს სურს. ბრაზილიელი მიმდინარე სეზონს მიუნხენის "ბაიერნში" ატარებს, თუმცა გერმანელები მის 120 მილიონად გამოსყიდვის კატეგორიულად წინააღმდეგები არიან. 

    როგორც უკვე ცნობილია, კოუტინიოს შეძენით სხვა ინგლისური კლუბებიც ინტერესდებიან, რამდენიმე მიზეზის გამო ამ სიას უკვე გამოაკლდა "ტოტენჰემი".

    ბრაზილიელისთვის კარიერის გაგრძელების ყველაზე რეალური ვარიანტი "ნიუკასლია", რომლის მფლობელი ცოტა ხნის წინ არაბი შეიხი გახდა, კლუბში ასევე განიხილება მოურისიო პოჩეტინოს მოწვევაც, რომელიც კოუტინიოსთან ერთად უკვე მუშაობდა "ესპანიოლში". 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    1 ივნისი 2020 21:18

    არ ვარ იმ დონის ოპტიმისტი, რომ ამის ათამაშების დავიჯერო. გინდა ცენტრში და დააყენონ და გინდა ფლანგზე. ვისაც გჯერათ ჯვარი გწერიათ.

    0
    გასულია
    მურმანი გულშემატკივარი [?]

    1 ივნისი 2020 00:47

    ციტატა: ფეოლა
    ციტატა: მურმანი
    ტოტენჰემს რად უნდა, ჯოვანი ლო სელსო ჰყავს, დღეის მონაცემებით გაცილებით მაღლა დგას კოუზე. უბრალოდ ეგაა რომ პიარი აკლია. სხვათაშორის, 2018 2019 სეზონში ლალიგაში ყველაზე სახიფათო ნახევარმცველი იყო(შედეგებით)


    კოუტინიოს ნახევარიც არ არის.
    და ჩემი აზრით ვერც გახდება.

    კოუტინიო აღარაა დღეს მისი ნახევარი.ასე უფრო სწორია.

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    31 მაისი 2020 21:56

    ხო ხედავთ არ უნდა არავის ყიდვა და დააბრუნეთ რა

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    31 მაისი 2020 21:24

    ციტატა: მურმანი
    ტოტენჰემს რად უნდა, ჯოვანი ლო სელსო ჰყავს, დღეის მონაცემებით გაცილებით მაღლა დგას კოუზე. უბრალოდ ეგაა რომ პიარი აკლია. სხვათაშორის, 2018 2019 სეზონში ლალიგაში ყველაზე სახიფათო ნახევარმცველი იყო(შედეგებით)


    კოუტინიოს ნახევარიც არ არის.
    და ჩემი აზრით ვერც გახდება.

    0
    გასულია
    მურმანი გულშემატკივარი [?]

    31 მაისი 2020 21:20

    ტოტენჰემს რად უნდა, ჯოვანი ლო სელსო ჰყავს, დღეის მონაცემებით გაცილებით მაღლა დგას კოუზე. უბრალოდ ეგაა რომ პიარი აკლია. სხვათაშორის, 2018 2019 სეზონში ლალიგაში ყველაზე სახიფათო ნახევარმცველი იყო(შედეგებით)

    3
    გასულია
    Gaucho24 გულშემატკივარი [?]

    31 მაისი 2020 21:10

    ძალიან კარგი დააბრუნონ და 4-3-1-2 შემადგენლობით ითამაშონ , 4-3-3 თან ერთად , გადაეწყობა გუნდი თავისუფლად
    ტერ შტეგენი
    სემედუ პიკე უმტიტი ალბა
    დე იონგი/ბუსკეცი
    არტური კოუ
    მესი
    გრიზი სუა
    ნეტუ ლენგლე ტალიაფიკო ბუსკეცი პიანიჩი დემბელე ლაუტარო სკამზე , ნელ-ნელა ლაუტარო სუას შეცვლის , მესი მაინც ნახევარდაცვაში გადადის ნელ-ნელა და ეგ მისთვის იდეალური პოზიციაა სრული თავისუფლება , საჭიროებისთვის სუარესი გრიზმანი ფლანგებზე გადავლენ , ან მესი გადავა ფლანგზე როგორც უნდა , გუნდს ასევე პუჩი ალენია ფატი ტრინიკაუ რობერტო ეყოლება რეზერვში რაც დიდი ფუფუნებაა , ნელ-ნელა ალბას ტალიაფიკო შეცვლის , სუარესს ლაუტარო , ბუსკეცს დე იონგი , პიკეს შემცვლელი გვჭირდება სასწრაფოდ ტოდიბო თუ გაამართლებს იდეალური იქნება თუ არადა კარგი მემარჯვენე მცველი გვჭირდება დე ლიხტი არამგონია იყიდონ , ასევე მარჯვენა მცველი რეზერვში , რობერტო კი დადგება მაგრამ თუ მოიყვანენ იდეალური იქნება , გუნდს მეტი არავინ არ სჭირდება.. ამ შემადგენლობით 4-3-3 იც იდეალური იქნება , 3 მცველიან ტაქტიკაზეც გადაერთვება გუნდი , შეტევითი პოტენციალის იდეალურად გაზრდა შეეძლება , დაცვითი თუ დასჭირდა მაგ შემთხვევაშიც შეუძლია დაცვის გაძლიერება... ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში თუ ნეიმარს არ დააბრუნებენ , თუ ნეიმარი დაბრუნდება , ყველაფერი სხვაგვარად იქნება.. კოუტინიოზე კიდე არ დამიწყოთ , მისცენ შანსი სწორ პოზიციაზე , ნდობა გამოუცხადონ და ვნახავთ ვირტუოზის , პატარა ჯადოქრის შესაძლებლობებს

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge