ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელებმა კონტრაქტები გაახანგრძლივეს

  • 31-05-2020, 17:52
  • ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელებმა კონტრაქტები გაახანგრძლივეს

    სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონამ" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელების ხელშეკრულებებზე უკვე იმუშავა და მაისის ბოლოს მათი კონტრაქტები 1+1 სისტემით გახანგრძლივდა. Mundo Deportivo-ს ცნობით, გარსია პიმიენტას გარდა, ფრენკ არტიგა (ჭაბუკთა A), ოსკარ ლოპესი (ჭაბუკთა B), სერჟი მილა (კადეტთა A) და მარკ სერა (კადეტთა B) აღნიშნულ შეთანხმებას ხელს იმ შემთხვევაში მოაწერენ, თუ სავარჯიშო სესიების მკაცრ პროტოკოლზე თანახმანი იქნებიან.

    ჩავი ვილახოანას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და საბჭოს წევრებიც შეიცვლებიან, აღნიშნული საკითხები გუნდის შიდა პოლიტიკას და მწვრთნელებისათვის სამუშაო პირობების ცვლილებას არ უნდა შეეხოს. შესაბამისად, კლუბს სურს, რომ ნებისმიერი გარეშე ფაქტორის მიუხედავად, ფეხბურთელთა მომზადება და გაწვრთნა უწყვეტ რეჟიმში მაინც გაგრძელდეს. ჭაბუკთა და კადეტთა მთავარი სპეციალისტებისთვის კონტრაქტების გახანგრძლივება სწორედ ასეთ შემთხვევას მიეკუთვნება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge