11 სხვადასხვა გოლის ავტორი ჩემპიონთა ლიგის ფინალებში

  • 31-05-2020, 18:42
  • 11 სხვადასხვა გოლის ავტორი ჩემპიონთა ლიგის ფინალებში

    "ბარსელონამ" ევროპული თასის (ჩემპიონთა ლიგა) ფინალურ ფაზაში 8-ჯერ ითამაშა. ამჯერად ოფიციალური საიტი გვახსენებს ფინალებში ყველა გოლის ავტორს, 1961 წლიდან 2015 წლის ფინალის ჩათვლით. 

    1961 წელი | სანდორ კოჩიში და ზოლტან ციბორი 

    1960/1961 წლის ჩემპიონთა თასის სეზონში, ენრიკე ორისაოლას "ბარსელონა" საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. 1961 წელს "ბლაუგრანა" გახდა ისტორიაში პირველი კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებიდან მადრიდის "რეალი" გამოაძევა, რითიც ბოლო მოუღო მადრიდელების ხუთწლიან დომინაციას ამ ტიტულზე. ჩემპიონთა თასის ფინალი ბერნში გაიმართა, სადაც ესპანელებმა პორტუგალიურ "ბენფიკასთან" დათმეს ანგარიშით 2-3. შეხვედრაში ანგარიში სანდორ კოჩიშმა გახსნა, კატალონიელების რიგებიდან მეორე გოლი ზოლტან ციბორის ანგარიშზეა. (ფოტოზე - კოჩიში, კუბალა და ციბორი)

    1992 წელი | რონალდ კუმანი 

    "ბენფიკასთან" (ბერნი 1961) და "სტიაუასთან" (სევილია 1986) განცდილი მარცხების შემდეგ, იოჰან კრუიფის ხელმძღვანელობით და რონალდ კუმანის გმირობის წყალობით, "ბარსელონა" ნანატრ ჩემპიონთა თასს პირველად იგებს. "ბლაუგრანა" ლონდონში ("უემბლი") "სამპდორიას" ამარცხებს. 

    2006 წელი | სამუელ ეტო'ო და ჟულიანო ბელეტი 

    პარიზის ფინალში ფრანკ რაიკაარდის "ბარსელონა" "არსენალთან" 0-1 მარცხდებოდა. წონასწორობა კამერუნელმა სამუელ ეტო'ომ აღადგინა, გამარჯვების გოლი კი ბრაზილიელი ჟულიანო ბელეტის აქტივში ჩაიწერა. 

    2009 წელი | ლიონელ მესი 

    სამუელ ეტო'ომ გატანილი გოლით თავი რომში გამართულ ფინალშიც გამოიჩინა. მეორე გოლი კი ლიონელ მესიმ გაიტანა, რომელიც მე-6 "ბლაუგრანელი" გახდა, რომელმაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ფინალში თავი გამოიჩინა. 

    2011 წელი | პედრო როდრიგესი და დავიდ ვილია 

    "ბარსელონა" ლონდონურ ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" ამარცხებს (3-1) ჩვენი ისტორიის ნაწილი კი ორი ესპანელი შემტევი - პედრო როდრიგესი და დავიდ ვილია ხდება. ლიონელ მესის კი 2009 წლის ფინალის მსგავსად კვლავ გოლი გააქვს. 

    2015 წელი | ივან რაკიტიჩი, ნეიმარი და ლუის სუარესი 

    "იუვენტუსთან" დაპირისპირებაში "ბარსელონას" უკანასკნელი წარმატების გმირები ამ კუთხით სამი მოთამაშე გახდა, ხორვატი ივან რაკიტიჩი, ურუგვაელი ლუის სუარესი და ბრაზილიელი ნეიმარი.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ჯერემი რენერი რედაქტორი [?]

    31 მაისი 2020 20:08

    ციტატა: jack slater
    2020.......???????

    COVID19 ჰეთ-ტრიკით 😉

    1
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    “I like repressed characters. That gives me a lot of freedom to make a lot of different choices through subtleties.” - Jeremy Renner
    პარტნიორები
    Flashscore.ge