რობერტ ლევანდოვსკი "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში დაწინაურდა
- 31-05-2020, 12:04
-
josephk
- 4

გუშინ, მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში დიუსელდორფის "ფორტუნას" უმასპინძლა და მეტოქე 5-0 გაანადგურა. შეხვედრაში ორი გოლის გატანა რობერტ ლევანდოვსკიმ შეძლო და "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში დაწინაურდა.
პოლონელს ბუნდესლიგაში 2019-20 წლების სეზონში 29 გოლი (58 ქულა) დაუგროვდა. მეორე ადგილს 27 გოლით (54 ქულა) "ლაციოს" შემტევი, ჩირო იმობილე, იკავებს.
ლეო მესი, რომელმაც "ოქროს ბუცის" დასაკუთრება უკანასკნელ სამ სეზონში შეძლო, სიაში მხოლოდ მე-6 ადგილზეა. მან ლა ლიგის 27 ტურში მეტოქეთა კარი 19-ჯერ აიღო (38 ქულა).
31 მაისის მონაცემებით, "ოქროს ბუცის" მაძიებელთა სია ასე გამოიყურება:
ფეხბურთელი | გუნდი | გოლი | ქულა | დარჩენილი მატჩი |
რობერტ ლევანდოვსკი | ბაიერნი | 29 | 58 | 5 |
ჩირო იმობილე | ლაციო | 27 | 54 | 12 |
ტიმო ვერნერი | ლაიფციგი | 24 | 48 | 6 |
ერლინგ ჰოლანდი | დორტმუნდი/ზალცბურგი | 26 (10/16) | 44 | 6 |
კრიშტიანუ რონალდუ | იუვენტუსი | 21 | 42 | 12 |
ლიონელ მესი | ბარსელონა | 19 | 38 | 11 |
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]