"ბარსელონა" ლანგლეს მიმართ ერთგულია
- 30-05-2020, 23:40
-
kraken
- 11

კლემან ლანგლე ისევ აქ, "ბარსელონაში" რჩება. ამის შესახებ GOAL იტყობინება. გავლენიანი სპორტული გამოცემის ინფორმაციით, ფრანგ ცენტრალურ მცველს "ბარსამ" განუცხადა, რომ მასზე შემოთავაზებებს არ განიხილავს.
მისი "ბლაუგრანაში" დარჩენა კლუბს ორი მიზეზის გამო სჭირდება. პირველ რიგში, ის საკმაოდ ახალგაზრდაა და მხოლოდ ჟუნიორ ფირპოზე ასაკოვანია მცველებს შორის. ასევე, მას კონტრაქტით საკმაოდ მცირე ხელფასი ეკუთვნის. კლემანი გუნდში სამუელ უმტიტის ტრავმის დროს, მის შემცველალდ დაიმატეს.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს Mundo Deportivo-მ "ინტერის" მხრიდან მისი მისამართით ინტერესის შესაზებ ინფორმაცია გაავრცელა. მილანელებს ლანგლეს დამატება ლაუტარო მარტინესის ტრანსფერის ხარჯზე სურდათ.
ლანგლე "ბარსას" 35 მილიონ ევროდ "სევილიადან" შეუერთდა. მან მიმდინარე სეზონში 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქტივში სამ გოლთან ერთად 1 ასისიტი მიითვალა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]