ფოკუსს მიღმა - 30.05.2020

ფოკუსს მიღმა - 30.05.2020

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

დავიდ ოსპინა

"ნაპოლის" კოლუმბიელი მეკარე, დავიდ ოსპინა, აცხადებს, რომ, მისი გუნდი "ბარსელონასთან" თამაშზე ჯერ არ ფიქრობს და, პირველ რიგში, სერია A-სა და იტალიის თასზე არის კონცენტრირებული. "ვნახოთ, რა მოხდება თასსა და სერია A-ში. "ბარსასთან" დუელზე მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ. მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა ასეთ თამაშებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს". [MD]

ნელსონ სემედუ

"ბენფიკას" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი, ელდერ კრისტოვაო თვლის, რომ "ბარსამ" სემედუ არ უნდა გაუშვას. "ნელსონის სხვა კლუბში გაშვება დიდი შეცდომა იქნება, რადგან ის ნამდვილად ტოპ კლასის ფეხბურთელია. თუ მისით "იუვენტუსი" და "მანჩესტერ სიტი" ინტერესდებიან, ე.ი. ეს მის დონეს ხაზს უსვამს. რაც უფრო დრო გადის, პორტუგალიელი "ბარსაში" თავს უფრო კომფორტულად გრძნობს. სერჟი რობერტო გარემარბი არ არის და, შესაბამისად, გარკვეულ შეხვედრებში შანსი სემედუს უნდა მიეცეს." [Mundo Deportivo]

არნაუ ტენასი

"ბარსელონადან" ნეტუს წასვლის შემთხვევაში, ინიაკი პენია გუნდის - მეორე, არნაუ ტენასი კი მესამე მეკარე გახდება. [Sport]

კლემან ლანგალე

კატალონიის "ბარსელონას" მცველს, კლემან ლანგლას "ინტერში" გადაბარგების იდეა არ ხიბლავს. 24 წლის ფეხბურთელს სურს, რომ "ბლაუგრანაში" სახელი მოიხვეჭოს. [Football-Espana]

ჟოზეპ მარია ბართომეუ

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ ლონდონის ბიზნეს სკოლასთან განხორციელებული ვიდეოკონფერენციისას შემდეგი განცხადებები გააკეთა: "6 წლის წინ ქალთა პროფესიონალური გუნდი შევქმენით და მას შემდეგ ისინი საკმაოდ განვითარდნენ. ბედნიერები ვართ, რადგან დღეს "ბარსელონა" კადრებით მდიდარი კლუბია, რომელიც მუდმივად იზრდება". [Marca]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #1 31 მაისი 2020 02:04
    0
    კლემანი არ გაუშვან თორე სერიოზული ჩეპე მოუვათ