ლუიშ ფიგუ: ადრე ოქროს ბურთის მოგება გაცილებით რთული იყო
- 30-05-2020, 22:32
-
ჯერემი რენერი
- 8

მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, ლუიშ ფიგუმ, ესპანურ პრესასთან ინტერვიუში "ოქროს ბურთის" მოგება გაიხსენა.
პორტუგალიელმა აღნიშნული ჯილდო 2000 წელს მიიღო, მაშინდელ სამეულში კი ზინედინ ზიდანი ("იუვენტუსი") და ანდრეი შევჩენკო ("მილანი") მოხვდნენ.
"მახსოვს, რომ მაშინ ზიდანმა მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა გამარჯვებას ის უფრო იმსახურებდა. ადრე ჯილდოს ძალიან ბევრი პრეტენდენტი ჰყავდა და არა - მხოლოდ რონალდუ და მესი, "ოქროს ბურთის" მოგება გაცილებით რთული იყო." - ფიგუს სიტყვებს Club del Deportista-ზე დაყრდნობით AS ციტირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]