3 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება კოუტინიოს "ბარსაში" დაბრუნებამ გაამართლოს

3 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება კოუტინიოს "ბარსაში" დაბრუნებამ გაამართლოს

მიუნხენის "ბაიერნმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველის გამოსყიდვას არ აპირებს, შესაბამისად, ფილიპე კოუტინიო "ბლაუგრანაში" დარჩება ან კლუბს დატოვებს. ქვემოთ შეგვიძლია, ის რამდენიმე მიზეზი ჩამოვთვალოთ, რის გამოც მისი გუნდში დარჩენა ოპტიმალური ვარიანტი იქნება.

1) კიკე სეტიენის ხელში კოუტინიოს შეეძლება თავის ბუნებრივ პოზიციას დაუბრუნდეს და კვლავ ეფექტური იყოს. ერნესტო ვალვერდეს მწვრთნელობის პერიოდში მას თავისთვის უჩვეულო მარცხენა ფლანგზე უწევდა თამაში. ასევე დაცვითი ფუნქციების შეთავსებაც მის შემტევ პოტენციალზე ცუდად მოქმედებდა. ახალი სპეციალისტის ხელში კი ნახევარმცველად შეეძლება თამაში და "ბარსას" შეტევითი პოტენციალისთვის დიდი პროგრესი იქნება.

2) ფილიპესათვის გუნდში დაბრუნება ფსიქოლოგიურად დიდი სტიმული უნდა იყოს. "ბარსელონაში" ბოლო დროს კოუტინიოს საკუთარი თავის რწმენა აღარ ჰქონდა. "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ კი მან საწყის 22 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. განსაკუთრებით გამოსარჩევი კი ბრემენის "ვერდერთან" ჩატარებული შეხვედრა იყო, სადაც მან აქტივში ჰეთ-თრიქი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

3) "კოუს" კატალონიურ კლუბში დასამტკიცებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს. მისი "ბარსელონური" კარიერა საწყისი რამდენიმე შეხვედრის გარდა, რეალურად კარდინალურად უარყოფითად წარიმართა. დაბრუნებით ბრაზილიელს კიდევ ერთი შანსი ექნება, რომ მისი "ჰეითერები" გააჩუმოს და საკუთარ შესაძლებლობებში საბოლოოდ დაარწმუნოს.

თავად რამდენად ოპტიმალურ ვარიანტად მიიჩნევთ, კოუტინიოს კლუბში დარჩენას?

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 31 მაისი 2020 10:26
    3
    დეიონგი
    არტური კოუ
    "პატარა ჯადოქრის" ნაირი ნახევარმცველი არ გვყავს , კრეატიული , შემქმნელი , რავი რამდენჯერ დავწერე უკვე ამ საიტზე არ ვიცი და ყოველთვის მეწინააღმდეგებიან და მესმის მაგრამ საჭიროა და უბრალოდ ბარსა ვალდებულია მისცეს შანსი , ოღონდ სწორად მისცეს , ტიპი ბარსაზე ოცნებობდა და კარიერა დაუნგრიეს , კოუტინიოზე ვლაპარაკობთ , ბარტრაზე ხო არა , ერთი შანსით შეიძლება სამუდამოდ ბარსაში დარჩეს , უბრალოდ სწორი მწვრთნელი და პოზიცია სჭირდება..
    Pique_3
    სტუმარი [?]
    #6 31 მაისი 2020 09:44
    7
    გუნდში არცერთი შემტევი ნახ.მცველი არ გვყავს🙃დეიონგი ჩამშლელია,არტური კიდე ბურთის დამჭერი ფეხხურთელია🙃ზუსტად კოუს ტიპის შემტევი გვინდა🤩ძაან მაგარი პასი აქ,ძაან მაგარი დარტყმა,სტანდარტულებსაც კარგად ასრულებს🤷‍♂️სადაც დემბელეს უკვე მესამე სეზონია აჩერებენ გუნდში იქ კოუტინიოსაც უნდა მისცენ კიდევ ერთი შანსი😌არტური დეიონგი კოუტინიოს ტრიო ძაან მაგარი იქნება😍
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 31 მაისი 2020 09:33
    2
    სეტიენსაც მაგრად უნდა რო კოუ დააბრუნონ ასე რომ დარწმუნებული ვარ დააბრუნებენ და არტური დე იონგი კოუტინიოს ნახევარ დაცვა მოიხოდება მომავალი სეზონიდან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 31 მაისი 2020 01:37
    1
    არაფერი გეტკინოთ, მანამ სანამ ამას არ დააბრუნებენ ბარსაში, არც თვითონ უნდა. ასე, რომ ამის დაბრუნების შანსი 0,00001%-ია.
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #3 31 მაისი 2020 00:41
    7
    კოუტინიო დეიონგი არტური ჩემი აზრით მაგარი ნახ დაცვა იქნება ყველა თავის მოვალეობას შეასრულებს და ბევრად შემტევი და სწრაფი გახდება გუნდი. წინ დემბელე სუარესი მესი ხან გრიზმანი სუარესი მესი. ნუ ბევრი ვარიანტი გვექნევა. თუ ვერავის ყიდულობემ ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა დააბრუნონ კოუ სხვა თუ არაფერი უნივერსალია და როტაციაშიც კარგად ჩაჯდება
    წევრი [?]
    #2 31 მაისი 2020 00:13
    2
    უნდა დააბრუნონ ორი აზრი არაა შენცხოიცი გიო
    [?]
    #1 30 მაისი 2020 23:33
    5
    ახალი სპეციალისტის ხელში კი ცენტრალურ ნახევარმცველად შეეძლება თამაში და "ბარსას" შეტევითი პოტენციალისთვის დიდი პროგრესი იქნება. - ჩემი აზრით მთლად სწორი შეფასება არაა, ცენტრალურ ნახევარმცველად თუ ითამაშებს უფრო მეტად მოუწევს შავი სამუშაო, ადრე არ უწევდა, მესამე შემტევი როცა იყო. აქ რო ვწერთ არტური ფრენკი კოუს ტრიოო, თუ პრესინგი არ ითამაშა და ყველას ბოლომდე არ სდია ჩემ ფეხებს გაქაჩავს. ეგ ერთი, მერე რო წერია მეორე შანსზე ფსიქოლოგიურად მოიხოდებაო, ეგეც არ მგონია სწორი, აქამდე მოიხოდებოდა ძაან სუსტი რო არ იყოს. გატყდა უკვე მორალურად. კამპ ნოუს პუბლიკასთან ურთიერთობა უკვე გაიფუჭა ყურებში თითების კეთებით, ხელფასი აქვს მაღალი და ბონუსის ნახევარი გადასახდელია ლივესთვის მაგის დარჩენის შემთხვევაში. ასევე ბაიერნში სტატისტიკა კარგი აქვს მარა თამაშის ხარისხი ცუდი, უამრავი შეცდომა ქონდა, ბურთის კარგვა და ასე შემდეგ. ვერდერთან ჰეთ თრიქი არაა საზომი. არც მაგის 8 გოლი და პასები. ტემპს აგდებდა სულ უაზრო მოძრაობებით. ასე რომ არ დააბრუნებენ. თორე დიდ ნაწილს ვეთანხმები სტატიაში, კარგი სტატიაა