"ლეგანესის" დირექტორი ბრეითუეიტის ტრანსფერზე: ძალიან გაბრაზებული ვიყავი

  • 30-05-2020, 17:32
  • "ლეგანესის" დირექტორი ბრეითუეიტის ტრანსფერზე: ძალიან გაბრაზებული ვიყავი

    "ლეგანესის" სპორტულ დირექტორს, როგორც ჩანს, მარტინ ბრეითუეიტის "ბარსელონაში" ტრანსფერი ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია. ჩემა ინდიასმა ის დრო გაიხსენა, როდესაც დანიელი შემტევი კატალონიურ კლუბში გადაბარგდა.

    "იმ მომენტში ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რადგან მივიჩნევდი, რომ ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენეს.

    ახლა ვფიქრობ მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენს კლუბში ირიცხებიან და რომლებიც კრიზისის დაძლევაში დაგვეხმარებიან.

    ბრეითუეიტი ისტორიაა. მისთვის ცუდია, რომ უფრო ცოტა სათამაშო დრო ეძლევა, რადგან ის ძალიან კარგი ფეხბურთელია.

    თუმცა, მარტინი წარსული, ჩემთვისა და "ლეგანესისთვის" ისტორიაა. ჩვენ, უბრალოდ, აქცენტი იმაზე უნდა გავაკეთოთ, რაც ახლა გვაქვს", - ციტირებს ჩემა ინდიასის სიტყვებს Mundo Deportivo.

    "ბარსელონამ" მარტინ ბრეითუეიტი "ლეგანესიდან", უსმან დემბელესა და ლუის სუარესის რთული ტრავმების გამო, თებერვალში დაიმატა. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    30 მაისი 2020 17:56

    მაგარი საინტერესო ინტერვიუ იყო.

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge