"ბარსელონამ" კვირის ბოლო სავარჯიშო სესია გამართა
- 30-05-2020, 17:00
-
Tsitsi
- 1

"ბარსელონას" ფეხბურთელებმა დღეს სიუტატ ესპორტივაზე კვირის ბოლო სავარჯიშო სესია გამართეს. კატალონიელები მოედანზე 14 კაციან ჯგუფებად გამოვიდნენ, რადგან მთლიანი გუნდით ვარჯიშის უფლება ლა ლიგის კლუბებს ორშაბათიდან ეძლევათ.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცი, კიკე სეტიენი კვირას მოთამაშეებს საშუალებას მისცემს, რომ დაისვენონ და ახალი გამოწვევებისათვის მოემზადონ.
გარდა ამისა კლუბის ოფიციალური საიტი გვატყობინებს, "ბარსა ბ-ს" ფეხბურთელს, მონჩუს მარჯვენა ბარძაყის დაზიანება აქვს. მომდევნო სავარჯიშოზე სესიაზე ახალგაზრდა მოთამაშის ხელმისაწვდომობას მისი სარეაბილიტაციო დროის ხანგრძლივობა გამოავლენს. შეგახსენებთ, პრიმერა დივიზიონი 11 ივნისს, სევილიური დერბით დაბრუნდება.
¡Vamos, equipo!
FORÇA BARÇA
🔵🔴👊 pic.twitter.com/k9zambFL6P
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]