რატომ არ სურს არტურს "ბარსელონას" დატოვება?
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურმა, ცოტა ხნის წინ ჭორებს ბოლო მოუღო და განაცხადა, რომ ზაფხულში კატალონიური კლუბიდან წასვლას არ აპირებს.
ვრცელდებოდა ცნობები, რომ "ბლაუგრანა" არტურს "იუვენტუსის" ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის ტარნსფერში ჩართავდა, თუმცა ბრაზილიელ ფეხბურთელს კატალონიურ გუნდში დარჩენა უნდა.
Mundo Deportivo ასახელებს იმ მიზეზებს, რომელთა გამოც 23 წლის მოთამაშეს ტურინულ კლუბში გადასვლა არ სურს:
- არტური "ბარსელონას" სათამაშო სისტემისთვის იდეალური ფეხბურთელია. ის დანებებას არ აპირებს და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.
- ბრაზილიელი და მისი ოჯახი ქალაქს მიეჩვივნენ. ფეხბურთელი "ბარსადან" წასვლას, "იუვენტუსის" შემთხვევაშიც კი, არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს.
- პერსპექტიული მოთამაშე, ასევე, თვლის, რომ ესპანური ფეხბურთი მის სტილს უფრო შეესაბამება, ვიდრე - იტალიური.
- არტურს აქვს შესაძლებლობა, ბევრი ისწავლოს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელებისგან, როგორებიც ლიონელ მესი და სერხიო ბუსკეტსი არიან. ბრაზილიელი ამ ღირებული შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებს.
"ბარსელონა", თავის მხრივ, დიდ იმედებს ამყარებს არტურზე, რომელსაც ბევრი კატალონიელთა ლეგენდას, ჩავი ერნანდეს ამსგავსებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]