ოფიციალურად: ორშაბათიდან "ბარსა" სრული შემადგენლობით ივარჯიშებს

ოფიციალურად: ორშაბათიდან "ბარსა" სრული შემადგენლობით ივარჯიშებს

კატალონიის "ბარსელონა" ოფიციალურად ადასტურებს, რომ ორშაბათიდან გუნდები მე-4 ფაზაზე გადავლენ. ეს ნიშნავს, რომ ლა ლიგის კლუბებს ვარჯიში სრული შემადგენლობით შეეძლებათ. ასევე, ამავე დღიდან ფეხბურთელებს გასახდელი ოთახების გამოყენების ნებართვა ექნებათ.

თუმცა, მიუხედავად გადაწყვეტილებისა, ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი პრევენციისა და ჰიგიენის ზომების დაცვა, აგრეთვე, ობიექტების დეზინფექცია და პერიოდული გასუფთავება უნდა გაგრძელდეს.

ამ ეტაპისთვის სავარჯიშო სესიები ჩატარება მხოლოდ 14 ფეხბურთელისგან შემდგარ ჯგუფებშია შესაძლებელი.

ამგვარად, ფეხბურთელები, რომლებიც კვირა დღეს ისვენებენ, ამ ცვლილების საშუალებით, შემდეგ კვირაში სიუტატ ესპორტივაზე დაბრუნდებიან.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 მაისი 2020 19:09
    1
    მოიხოდეთ ლომებო მოიხოდეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued