"არსენალი" – "ბარსელონა" იცით თუ არა, რომ ...
დღეს გაიმართება "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალური მატჩი "არსენალსა" და "ბარსელონას" შორის ლონდონში. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს ამ მატჩთან დაკავშირებით.
► ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ შარშან 1/4 ფინალურ სტადიაზე, "ბარსელონამ" ორი მატჩის ჯამში 6:3 იმარჯვა. ხოლო რაც შეეხება 2006 წლის ფინალს იქ ფრანკ რაიკაარდის "ბარსელონამ" ვენგერის "არსენალს" სძლია 2:1 და თასსაც დაეუფლა.
► ბოლო სამ თამაშში "არსენალს" "ბარსელონას" წინააღმდეგ არ უმარჯვია.
► შარშან პირველ მატჩში დუბლი ზლატანმა შეასრულა, მეორე მატჩში პოკერი კი ლეო მესიმ.
► "არსენალს" "ევროთასებზე" "ბარსელონა" ასპარეზობას არ გამოუთიშია. 99/00 წლებში მატჩი "კამპ ნოუზე" 1–1 დამთავრდა, ხოლო "უემბლიზე" 2:4.
► ვენგერმა ჯგუფში სამჯერ იზეიმა გამარჯვება და 14 გოლიც აღნიშნა საკუთარი გუნდისა.
► "ბარსელონამ" ბოლო 12 გასვლით შეხვედრაში ევროპაში 2 – ჯერ იმაჯრვა. ბოლოს "პანათინაიკოსთან" 3:0.
► ეს არის "არსენალის" მე–200 მატჩი "უეფას ზონაში".
► "არსენალი" და "ტოტენჰემი" იყვნენ საუკეთესოები გოლეადორობის მხრივ ჯგუფში.
► ბაქარი სანია გამოტოვებს მატჩს დისკვალიფიკაციის გამო, მას 2 ყვითელი ბარათი დაუგროვდა.
► "ბარსელონა" ყველაზე კორექტული გუნდია, ჯგუფურ ეტაპზე მან მხოლოდ 55– ჯერ დაარღვია თამაშის წესი.
► ლეო მესი მეორე ადგილზე ბომბარდირთა დავაში. იგი ერთით ჩამორჩება სამუელ ეტო'ო – ს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]