უცნაური პუნქტი, რომელიც ნაუელ გუსმანს ლიონელ მესისთან აკავშირებს

უცნაური პუნქტი, რომელიც ნაუელ გუსმანს ლიონელ მესისთან აკავშირებს

უცნობი ფაქტი არ არის, რომ "ბარსელონას" ლიდერს, ლიონელ მესის კარიერის დასრულებამდე ბავშვობის კლუბში, "ნიუელს ოლდ ბოისში" დაბრუნება სურს.

საინტერესოა, რომ თუ "ლა პულგა" მშობლიურ ქვეყანაში გადაბარგებას მართლაც გადაწყვეტს, ეს "ტიგრესის" მეკარეს, ნაუელ გუსმანს გზას გაუხსნის.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 2014 წლამდე ნაუელი "ნიულსში" ირიცხებოდა, თუმცა შემდეგ კლუბის გამოცვლა გადაწყვიტა. ახალ კონტრაქტში მას აქვს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, "ნიუელს ოლდ ბოისში" დაბრუნება მხოლოდ მაშინ შეეძლება, თუ იქ ლიონელ მესიც დაბრუნდება.

"ჩემი "ნიუელსში" გადაბარგების ერთადერთი შანსი "ოქროს ბურთის" ექვსგზის მფლობელის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ამ სცენარის განვითარება მინდა, რადგან თავად ლეოს არგენტინაში დაბრუნება სურს. მიუხედავად ამისა, ყველას საკუთარი გზა და ოჯახური სიტუაცია აქვს. რთულია, რომ ჩემი მოლოდინები ახდეს", - ციტირებს მეკარის სიტყვებს  TyC Sports.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 მაისი 2020 18:50
    0
    "უცნობი ფაქტი არ არის, რომ "ბარსელონას" ლიდერს, ლიონელ მესის კარიერის დასრულებამდე ბავშვობის კლუბში, "ნიუელს ოლდ ბოისში" დაბრუნება სურს"

    აი ვინ მოიგონა და თქვა ეს სისულელე, ერთხელ წამოაცდენინეს პენსიაზე თუ დაბრუნდები-ო და ლეომაც უპასუხა აბა რას ვიზამო. მის მერე არსად გამიგია ეთქვას სიზმარშიც ბავშვობის კლუბს ვხედავო. ეგ კი არა საერთოდ საცხოვრებლად დაბრუნებაც კი არ უნდა სამშობლოში, რა თქმა უნდა უყვარს მაგრამ თქვა რამდენჯერმე. არგენტინაში დიდი "ბარდაკიაო" აქ კი უკვე მივეჩვიე წყნარ ცხოვრებას, ბავშვებისთვისაც ესპანეთი სამშობლოა და სანამ წავალ ათასი საკითხები იქნება გასარკვევიო. იმაზეც ილაპარაკა რო იქ კრიმინალური მდგომარეობა მაინცდამაინც დალაგებული არ არის, და გარისკვა ძალიან ძნელი იქნებაო. აი ეს ინტერვიუები არავის ახსოვს და "ნიუელს ოლდ ბოისში" დაბრუნება რომ სურს თურმე და აბოდებს ეს ყველამ "დაიმახსოვრა" სამშობლოა და უყვარს, ისიც ვიცით როგორ ელოდებიან ხოლმე ნაკრების ბაზაზე რო ლეომ ხელფასები გადაუხადოს ხოლმე ტექნიკურ პერსონალს, ყველანაირად ეხმარება და აუცილებელია რო იქ წავიდეს და იცხოვროს სამუდამოდ. მითუმეტეს ქვეყნის ბიზნესები აქვს უკვე ბარსელონაშიც ესპანეთშიც. სასტუმროები, რესტორნები, ეგ კი არა ანტონელას და სუარესის ცოლს საერთო ტანსაცმლის ბუტიკებიც აქვთ. ხოდა ვინმეს სჯერავს რო მესი არგენტინაში დაბრუნდება რო ბავშვობის გუნდში ითამაშოს, საიდანაც ბოდიში და ამხელა ბრილიანტი ნა-უი გაუშვეს თვეში 1000 დოლარს წამლებზე ვერ მოგცემთო?

    ციტატა: me da barca
    ამათმა ხომ ტვინი გაბურღეს, რა ჯანდაბა უნდა მანდ. ლეო იქ, რომ გადავიდეს საცხოვრებლად ცოლს ან შილებს მოპარავენ და გამოსასყიდს მოსთხოვენ რამოდენიმე მილიონს. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ხომ კრიმინალების ქვეყანაა. ზოგიერთ ქვეყანაში ქათამს უფრო მეტი ფასი აქვს ვიდრე ადამიანს, ისე გაგაგორებენ თითქოს არაფერი, და არც არავის გაუკვირდება.

    აი შენს ნაწერზე გამახსენდა: ნაკრების თამაშზე რო შეუვარდნენ ლეოს ოჯახს ლოჟაში სტადიონზე. არ იხარჯებაო ბოლომდეო და აგინეს, ან აეროპორტში რო ჩაარტყა ვიღაცამ და გაიქცა. აი ეს ყველაფერი უნდა? არ ამბობს თორემ ალბათ ფიქრობს მანდ ჩამომსვლელის დედაც-ო. როგორც ერთმა ჩემმა ახლობელმა მითხრა(ამერიკაში რო დარჩა და საბუთიც გააკეთა) გიჟი ხო არა ვარ მანდ ჩამოვიდე-ო, ძლივს დალაგებულ ცხოვრებას ვეღირსეო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 მაისი 2020 16:33
    2
    ამათმა ხომ ტვინი გაბურღეს, რა ჯანდაბა უნდა მანდ. ლეო იქ, რომ გადავიდეს საცხოვრებლად ცოლს ან შილებს მოპარავენ და გამოსასყიდს მოსთხოვენ რამოდენიმე მილიონს. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ხომ კრიმინალების ქვეყანაა. ზოგიერთ ქვეყანაში ქათამს უფრო მეტი ფასი აქვს ვიდრე ადამიანს, ისე გაგაგორებენ თითქოს არაფერი, და არც არავის გაუკვირდება.