ლუის სუარესი: კორონავირუსმა მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილში თამაშის საშუალება მომცა

  • 30-05-2020, 02:14
  • ლუის სუარესი: კორონავირუსმა მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილში თამაშის საშუალება მომცა

    "ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი Covid-19-ის პანდემიის წყალობით მიღებულ სარგებელზე საუბრობს.

    "ძალიან უცნაური სიტუაციაა, მაგრამ "ბარსას" ფიტნეს-მწვრთნელ ხუანხოსთან ერთად, სახლიდან, ვიდეო-ზარის საშუალებით ვმუშაობდი. თავდაპირველად, მასთან რამდენიმე დღე გავატარე, შემდეგ კი ჯგუფებს შევუერთდი. ახლა ძალიან ბენდიერი ვარ.

    კორონავირუსი გამოსაჯანმრთელებლად დროის მოპოვებაში დამეხმარა. ტრავმის მოშუშების შემდეგ იმ მატჩებში შეემძლება მონაწილეობა, რომლებშიც ჩემი თამაში მოსალოდნელი არ იყო. ეს ფაქტი მახარებს, მაგრამ, პანდემიას უარყოფითი მხარეები აქვს და ბევრ ადამიანს ცხოვრება რთულ პირობებში უწევს.

    ამბიციები იგივეა - ყველა ტიტულის მოგება. ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვართ და ამის გაკეთება შეგვიძლია. ვხედავ, რომ გუნდი სწორად მუშაობს", - ციტირებს "ელ პისტოლეროს" სიტყვებს Diario Sport.

    შეგახსენებთ, სუარესმა იანვრის დასაწყისში მუხლის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც 4 თვე უქმობა მოუწია, რაც, ფაქტობრივად, 2019-2020 წლების სეზონის გამოტოვებას ნიშნავდა, თუმცა ვირუსმა ყველაფერი შეცვალა.

    სავარაუდოდ, ურუგვაელი ორშაბათს კლუბის სამედიცინო დეპარტამენტისგან თამაშის საბოლოო ნებართვას მიიღებს.

    მიმდინარე სეზონში ლუისმა, ყველა ტურნირის ეგიდით, 23 მატჩში თავი 14 გოლითა და 11 ასისტით გამოიჩინა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    InFiNiTe8 გულშემატკივარი [?]

    30 მაისი 2020 12:08

    მიდი ცხოველუკ 💓

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    30 მაისი 2020 11:09

    ბარსას მაგრად იხეირა ამ პაუზით

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    30 მაისი 2020 11:02

    მოიკრიბე დაგროვილი ცოფები და ლალიგა მოგვაგებინე. შენი კბილების იმედზე ვართ😂😂😂😂

    1
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    me da barca Culé [?]

    30 მაისი 2020 04:36

    მიდი სუა, ლიგის იმედი არ მაქვს, ლა ლიგა კი უნდა დადოთ, თუნდაც 2 კაცის შეჭმა დაგჭირდეს.

    1
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    30 მაისი 2020 02:20

    კიდე კაი ვიდეოთი გაკონტროლებდა და ვერ საჩკაობდი, იმედია ისევ არ ჩამძორდები თორე სეზონის სტარტზეც გქონდა წონა დაგდებული

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge