"ბარსელონა" ლაუტარო მარტინესისათვის ბრძოლაში პოზიციებს არ თმობს

  • 30-05-2020, 00:16
  • "ბარსელონა" ლაუტარო მარტინესისათვის ბრძოლაში პოზიციებს არ თმობს

    გუშინ "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუსილიომ Sky Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ბარსელონას" ლაუტარო მარტინესის წაყვანა მხოლოდ მისი გამოსასყიდი თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში შეეძლება.

    პანდემიის გამო მიღებული დიდი ფინანსური ზარალი "ბლაუგრანას" აიძულებს, სასურველი ფეხბურთელის ღირებულების შესამცირებლად გარიგებაში მოთამაშეები ჩართოს, თუმცა "ნერაძური" ამ წინადადებით, ჯერჯერობით, დაინტერესებული არაა.

    Blaugranagram-ის ინფორმაციით, მიუხედავად პიეროს განცხადებისა, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ლაუტაროსათვის ბრძოლაში პოზიციას არ თმობენ. არგენტინელისადმი მათი გასახდელი ოთახიც დიდი პატივისცემითაა განწყობილი. ლუის სუარესმა, ლიონელ მესიმ და ივან რაკიტიჩმა "ინტერის" შემტევი საჯაროდ უკვე ბევრჯერ შეაქეს.

    ხსენებული წყარო ასევე იუწყება, რომ "ბარსელონა" ცდილობს, "ნერაძური" ბარტერში დაარწმუნოს და ტრანსფერში იტალიელთა მოსაწონი მოთამაშეები გამოიყენოს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    მურმანი გულშემატკივარი [?]

    30 მაისი 2020 11:37

    გაატრ.კა ამ ინტერმაც მეორე პსჟეა თუ ფეხბურთელს აე სურს დარჩენა ძალით რატომ უნდა დატოვო

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    30 მაისი 2020 10:41

    ციტატა: Tsitsi
    ციტატა: M10 S9 D11
    ტვინი გაიღრძო ამ ლაუტაროთი

    მაგის გოლებზე რო წამოხტები, მერე გაგახსენებ 😂

    ნუ ხარ შენ ბოროტი ადამიანი 😂😂😂

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ana anukii ფანი [?]

    30 მაისი 2020 10:16

    შეტევაში კაი მარა მცველებზე რას ფიქრობენ პიკეს და ალბას უკვე სჭირდებათ სკამზე გადასვლა და ნორმალური შემცვლელის პოვნა...

    2
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    30 მაისი 2020 02:16

    რაკიტიჩ გავიგე შეგიქია ბიჭი და ბარემ ბოლომდე უჯიგრე მესის და ტრანსფერში ჩაერთე ფასი რო დაუვარდეს და მერე ნახე მე რას შეგაქებ

    4
    გასულია
    JasoN გულშემატკივარი [?]

    30 მაისი 2020 01:33

    Sachiroa es bichi sachiroooo!

    4
    გასულია
    Tsitsi რედაქტორი [?]

    30 მაისი 2020 00:59

    ციტატა: M10 S9 D11
    ტვინი გაიღრძო ამ ლაუტაროთი

    მაგის გოლებზე რო წამოხტები, მერე გაგახსენებ 😂

    5
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    30 მაისი 2020 00:49

    ტვინი გაიღრძო ამ ლაუტაროთი

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge