ლუის სუარესი დაბრუნდა! ულამაზესი გოლი ვარჯიშიდან [ვიდეო]

  • 29-05-2020, 23:08
  • ლუის სუარესი დაბრუნდა! ულამაზესი გოლი ვარჯიშიდან [ვიდეო]

    იანვარში კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელმა შემტევმა, ლუის სუარესმა ოპერაცია გაიკეთა და ვარაუდობდნენ, რომ ის მიმდინარე სეზონში მინდორზე გასვლას ვეღარ შეძლებდა. თუმცა, კორონავირუსის წყალობით, "ბლაუგრანას" სამხრეთ ამერიკელ ვარსკვლავს გამოსაჯანმრთელებლად საკმარისი დრო მიეცა, რომელიც ნაყოფიერად გამოიყენა.

    გუშინ Mundo Deportivo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლუისი ორშაბათს კლუბის სამედიცინო დეპარტამენტისაგან სათამაშოდ საბოლოო ნებართვას მიიღებს.

    ამასობაში, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" Twitter-ის ოფიციალური გვერდი სავარჯიშო სესიების ერთ-ერთ საუკეთესო მომენტს - ლუის სუარესის გოლს - გვიზიარებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ana anukii ფანი [?]

    30 მაისი 2020 10:17

    როგორ აკლდა ბარსას და განსაკუთრებით მესის

    1
    გასულია
    me da barca Culé [?]

    30 მაისი 2020 04:21

    კორონა რომ არა სეზონი დამთავრდა 24 მაისს.

    3
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    30 მაისი 2020 00:23

    მინამიოტი დაბრუნდა

    1
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    29 მაისი 2020 23:51

    დაგვიბრუნდა პისტოლეროოო

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge