ფოკუსს მიღმა - 29.05.2020

  • 29-05-2020, 22:57
  • ფოკუსს მიღმა - 29.05.2020

    წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

    ლიონელ მესი

    პეპ გვარდიოლას ყოფილმა ასისტენტმა, დომენეკ ტორენტმა Mundo Deportivos-სთან, ლიონელ მესიზე ისაუბრა: "ჩემთვის ლეო განუმეორებელია. არ მგონია, რომ ცხობრებაში მისნაირი ტალანტი კიდევ ვიხილო" [Mundo Deportivo]

    კლემან ლანგლე

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ინტერს" კლემან ლანგლეს გადაბირება სურს. კონტე შიშობს, რომ შკრინიარი "ბარსელონაში" გადავა და მის სანაცვლოდ მაღალი დონის შემცვლელის მიღება სურს. სასურველ ფეხბურთელებში, პირველი, კლემან ლანგლეა. თუმცა, ადრე სამუელ უმტიტიზეც დაიწერა და შესაძლოა, კონტეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მიეცეს.

    გარსია პიმიენტა

    "ბარსა ბ-ს" მთავარმა მწვრთნელმა, გარსია პიმიენტამ, კლუბისგან ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეთავაზება მიიღო. განახლებულ კონტრაქტს მოქმედების ერთწლიანი ვადა ექნება, რომლის გასვლის შემდეგაც, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, იგი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება. [Sport]

    ალექსანდრ ლაკაზეტი

    იმის გათვალისწინებით, რომ ლაუტარო მარტინესი დღითიდღე "ბარსელონაში" გადასვლას უახლოვდება, "ინტერმა" მისი ალტერნატიული ფეხბურთელების შერჩევა დაიწყო. მას შემდეგ, რაც "ნერაძურის" დირექტორმა ტიმო ვერნერის შეძენა გამორიცხა, რადარზე ალექსანდრ ლაკაზეტი გამოჩნდა. [Mundo Deportivo]

    ვიქტორ ვალდესი

    გუშინ, კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მეკარე, ვიქტორ ვალდესი საფეხბურთო კლუბ "ორტას" მთავარი მწვრთნელი გახდა. კლუბის პრეზიდენტი, ფრანსისკო კარმონა აცხადებს: "ვალდესის ნომერი მომცეს, დავუკავშირდი და შეთანხმებას საათნახევარში მივაღწიეთ". [Mundo Deportivo]

    ჩემპიონთა ლიგა

    პორტუგალიაში კორონავირუსის შემთხვევათა დაბალი მაჩვენებლის გამო, შესაძლებელია, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლისაბონში ჩატარდეს. [ESPN]

    ლუიშ ფიგუ

    "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ლუიშ ფიგუ აცხადებს: "ბარსადან" "რეალში" გადასვლა ახლა უფრო რთული იქნებოდა. 20 წლის წინ ვერავინ იქიფრებდა, რომ რომელიმე კლუბი მოთამაშეში ამდენს გადაიხდიდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემს გამოსასყიდს ვერვაინ გადაიხდია. არავინ უარყოფს, რომ "კამპ ნოუზე" თეთრი მაისურით დაბრუნება განსაკუთრებული იყო". [Sport]

    არტურო ვიდალი

    "ინტერის" სპორტული დირექტორი, პიერო აუსილიო არტურო ვიდალის ტრანსფერს გამორიცხავს; "ჩილელი ფეხბურთელის შესაძენად მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ". [Mundo Deportivo]

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge