ანდრე გომეში: "ბარსელონა" მუდამ მემახსოვრება

  • 29-05-2020, 21:54
  • ანდრე გომეში: "ბარსელონა" მუდამ მემახსოვრება

    "ბარსელონას" ყოფილი და "ევერტონის" ამჟამინდელი ფეხბურთელი, ანდრე გომეში კატალონიურ გრანდში გატარებულ პერიოდს იხსენებს და ერთმანეთს მესი-რონალდუსაც ადარებს.

    "ბარსაში" ყოფნა ჩემი კარიერის პიკი იყო, კლუბის მადლობელი ვარ. უმაღლესი დონის ფეხბურთელებთან თამაშმა ბევრი რამ მასწავლა. სადაც არ უნდა წავიდე, "ბლაუგრანა" ყოველთვის მემახსოვრება.

    მესისა და რონალდუს თამაშით სიამოვნება უნდა მივიღოთ. ორივესგან ბევრი ვისწავლე. ისინი უდიდესი ნიჭის მქონე ადამიანები არიან, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, წარმოუდგენელი მენტალიტეტი აქვთ. ორივე მათგანს მუდამ გამარჯვება სურს და წაგებას ვერ ეგუება. ლეო და კრიშტიანუ ყოველთვის მზად არიან, თავიანთი მაქსიმუმი აჩვენონ", - ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს Marca.

    გომეში "ლურჯ-ბროწეულისფერთა რიგებს "ვალენსიადან" 2016 წელს 37 მილიონ ევროდ შეუერთდა. "კამპ ნოუზე" გატარებული 2 წლის განმავლობაში, ანდრემ 78 მატჩში თავი 3 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა. 26 წლის მოთამაშემ "ბარსელონასთან" ერთად ლა ლიგა, კოპა დელ რეი (2-ჯერ) და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

    პორტუგალიელი "ევერტონმა 2019 წელს 25 მილიონ ევროდ გამოისყიდა. მიმდინარე სეზონში მან, "კანფეტების" შემადგენლობაში, 12 შეხვედრა ჩაატარა, 15 კი - კოჭის ტრავმის გამო გამოტოვა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Petre ახალბედა [?]

    30 მაისი 2020 07:57

    ესეც ფსიქოლოგიურმა წნეხმა დაღუპა სწორედაც თორე ვალენსიაშიც და ბენფიკაშიც ძაან კაი იყო, ვისაც გახსოვთ 2014 წლის ევროპა ლიგის ნახევარფინალში იუვენტუსი და ბენფიკა შეხვდნენ ერთმანეთს და იუვენტუსის ნახევარდაცვის ცენტრი სამეული იყო ესეთი პოგბა პირლო მარკიზიო, ბენფიკაც სამი ნახევარმცველით თამაშობდა და ერთერთი იყო გომეში და ერთი მატჩის კი არა საერთოდ ორმატჩიანი დუელის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა გომეში და იუვეს ნახევანახევარდაცვა თან რა ნახევარდაცვა თავისი პოგბა პირლო მარკიზიოთი ჯიბეში ჩაისვა გომეშმა, ბურთზე არ აკარებდა გომეში იუვეს ნახევარმცველებს, მართლა სასწაულები უკეთა იუვეს მაშინ და ფინალშიც გავიდა ბენფიკა მაგრამ სევილიასთან წააგეს უკვე ფინალი. მერე ვალენსიაშიც რო გადავიდა იქაც კარგი იყო განსაკუთრებით ლა ლიგის დიდ მატჩებში რეალთან ატლესთან ბარსასთანაც მაგრამ ბარსელონაში ჩაიკარგა, არადა ისეთი საღადაო ნაღდად არაფერი აქ გომეშს როგორც ღადაობენ, ფეხბურთში საერთოდ უამრავი ფაქტორი და დაბრკოლება არსებობს კაი ფეხბურთელობის გარდა, აქედან იოლი ჩანს მაგრამ არა ეგრე იოლიც. 😫😫😫😫😓😓😓😓😓😓😓😓😓😴😴😴😴😴😴

    2
    გასულია
    Adama traore წევრი [?]

    30 მაისი 2020 01:01

    არადა როგორ მევასები ბიჭო

    1
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    30 მაისი 2020 00:26

    ამასაც კოუტინიოს მსგავსად ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, განსაკუთრებით პესეჟესთან მატჩის მერე. არ შეიძლება ფეხბურთელის ასეთ წნეხში მოქცევა, არაფერი უქნია ისეთი რომ ფანებს შეეძულათ.

    3
    გასულია
    dembelle გულშემატკივარი [?]

    29 მაისი 2020 23:29

    Sitamame aklda ariyo gaxsnili titqosda erideboda

    1
    გასულია
    kingarturo ფანი [?]

    29 მაისი 2020 22:03

    არადა მაგარი იმედები მქონდა თავიდან ამისი, აშკარად არ გამოდგა ჩვენი დონის ფეხბურთელი.

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge