As: "ბარსელონა" "მალიორკასთან" 15 ივნისს შესახვედრად ემზადება

  • 29-05-2020, 20:32
  • As: "ბარსელონა" "მალიორკასთან" 15 ივნისს შესახვედრად ემზადება

    "ბარსელონასა" და "მალიორკას" შორის ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით გასამართი მატჩის ზუსტი თარიღი ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა As-ის მტკიცებით, შეხვედრა 15 ივნისს, ორშაბათს, გაიმართება და კატალონიური კლუბი მზადებას უკვე შეუდგა.

    მადრიდული გამოცემა წერს, რომ ბლაუგრანასთვის ეს თარიღი მისაღებია, რადგან ფეხბურთელებს მოსამზადებლად უფრო მეტი დრო ექნებათ. ჩარტერული ფრენა თამაშის დღეს განხორციელდება. სასტუმრო კი, რომელშიც ფეხბურთელები მატჩამდე რამდენიმე საათს გაატარებენ, ჯერჯერობით, შერჩეული არ არის.

    "ბარსა" ორშაბათ დღეს მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშებს. ამ დღეს ჩატარებული თამაშებიდან ყველაზე გამორჩეული 2010 წლის 29 ნოემბრის მატჩია. კლუბმა 111-ე დაბადების დღე ჟოზე მოურინიოს სადებიუტო "კლასიკოში" მადრიდის "რეალის" განადგურებით აღნიშნა, 5-0. შეხვედრა კვირა დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა ესპანეთში გამართულმა არჩევნებმა მისი ერთი დღით გადაწევა გამოიწვია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: ლა ლიგა
    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    29 მაისი 2020 23:50

    იმედია სრულ მზადყოფნაში ვიქნებით

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge