რონალდ კუმანი: იღბლიანი ვარ

  • 29-05-2020, 18:09
  • რონალდ კუმანი: იღბლიანი ვარ

    "ბარსელონას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რონალდ კუმანმა, RTL Beau-სთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე კვირის წინ გადატანილი გულის შეტევის შესახებ ისაუბრა. ნიდერლანდელის თქმით, მისი გულის პრობლემები გენეტიკურია.

    "მამაჩემი 75 წლის ასაკში გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა. გულზე პრობლემები ჩემს ძმასაც აქვს. ეს კუმანების ოჯახის პრობლემაა.

    ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ველოსიპედით ვსეირნობდი, სახლში ოთხის თხუთმეტ წუთზე დავბრუნდი, ოთხის ნახევარზე კი უკვე საავადმყოფოში ვიყავი.

    საბედნიეროდ, ჩემი მეუღლე, ბარტინა, სახლში იყო და სასწრაფო მაშინვე გამოიძახა".

    კუმანის თქმით, გენეტიკური პრობლემის გამო, გამოკვლევებს რეგულარულად იტარებდა. მორიგი გეგმური ვიზიტი ექიმთან 19 მარტს იყო ჩანიშნული, კორონავირუსის გამო იგი 4 ივნისამდე გადაიდო.

    "ახლა, ვხვდები, რომ იღბლიანი ვარ. ვფიქრობ, რამდენ ადამიანს გაუცდებოდა გამოკვლევა, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის", - თქვა მან.

    57 წლის კუმანი "ბარსელონას" პირველი ჩემპიონთა თასის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. იგი დღეს ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    29 მაისი 2020 18:22

    წავიკითხე ლაუტარო ცალი ფეხით ბარსაშიაო, ინტერი 80 მილიონს და ფირპოს მიიღებსო, ახლა კი ლენგლეს ითხოვსო. დარჩა ვინმე ვინც ლაუტაროს ტრანსფერში არ ჩართეს? ბართომეუ დარჩა მარტო და უფასოდ წაიღონ.

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge