კოუტინიოს ვარიანტები

კოუტინიოს ვარიანტები

Mundo Deportivo, კოუტინიოს შესაძლო და ყველაზე სარფიან ვარიანტებს განიხილავს. 

ერთ დროს, მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავი, ფილიპე კოუტინიო კლუბის ძიებაშია და ჯერ კიდევ არ იცის, კარიერას სად გააგრძელებს. მიუნხენის "ბაიერნმა", 27 წლის ბრაზილიელის გამოსყიდვაზე უარი თქვა და მიუხედავად იმისა, რომ კოუტინიოს, "ბარსასთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, კლუბს სავარაუდოდ მაინც დატოვებს.

წავა იქ, სადაც ვარსკვლავად ჩამოყალიბდა - პრემიერ ლიგაში.

მსურველები არ აკლია, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ხმები დადის სხვადასხვა ქვეყნის გამოცემებში. ასახელებენ კლუბებსაც, ყველაზე მეტად "ნიუკასლი" აქტიურობს, სადაც ყველაფერი ელვის სისწრაფით შეიცვლება, მას მერე, რაც სეზონი განახლდება. არაბები დიდ ინვესტიციას ჩადებენ, მწვრთნელი ან პოჩეტინო გახდება, ან ბენიტესი, კოუტინიო კი, პირველ სატრანსფერო მიზნად, უკვე აქციეს.

პოჩეტინო, კოუტინიოს, "ესპანიოლში" მუშაობისას წვრთნიდა, მერე კი მისი გადაბირება "ტოტენჰემში" სურდა, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა.

იყო საუბარი "ჩელსისა" და "ლესტერზე", სადაც ბრენდან როჯერსი მუშაობს, მწვრთნელი, რომელიც კარგად იცნობს ფილიპე კოუტინიოს და "ლივერპულში", ერთად ყოფნისას, სულ ცოტა დააკლდათ ჩემპიონობამდე.

ნაადრევად მონათლულ საჩემპიონო თამაშში, "ლივერპულმა", მთავარი მეტოქე, "მანჩესტერ სიტი", სწორედ კოუტინიოს გადამწყვეტი გოლით დაამარცხა და ატეხეს კიდეც ზეიმი, მაგრამ მერე, როგორც ყოველთვის, ხელი მოეცარათ.

ასახელებენ "არსენალსაც", სადაც სპორტულ დირექტორად, რაულ სანლეჰი მუშაობს. რაული წარსულში "ბარსას" დირექტორი იყო და კლუბთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს.

ინგლისურ პრესაში საინტერესო სტატია დაიწერა, იმის შესახებ, თუ როგორ მოსწონს მიკელ არტეტას კოუტინიოს თამაში და როგორ არ მოსწონს პეპ გვარდიოლას. თურმე, სწორედ პეპმა ჩაშალა "სიტიში" კოუტინიოს ტრანსფერი, არადა არტეტას დიდი სურვილი ჰქონდა მისი გადაბირების და ბეგირისტაინის დარწმუნებასაც ცდილობდა, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა, რა თქმა უნდა, პეპზე იყო.

როგორც ჩანს, პეპ გვარდიოლაც იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც ჰგონია, რომ კოუტინიო ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვას ვეღარ შეძლებს. ბრაზილიელმა თვითრწმენა დაკარგა და ასეთ დროს, მართლაც ძალიან იშვიათია, რომ ფეხბურთელმა იგივე სათამაშო ფორმა დაიბრუნოს.

დაბრუნდა ერთ დროს, ანდრეი შევჩენკო "მილანში" და იფიქრეს, იქნებ ისევ ათამაშდესო, მაგრამ აბა, რაღა აათამაშებდა?!
დაბრუნდა ტორესი "ატლეტიკოში", მაგრამ, ეს ის ტორესი აღარ იყო.

არადა, გამორჩეული ვარსკვლავები იყვნენ.

"ბარსას" ხელმძღვანელობას, კოუტინიოს გაშვება გადაწყვეტილი აქვს. როდესაც ფინანსური კრიზისი დაიწყო, დაიწერა, რომ კოუტინიოს 60-70 მილიონ ევროდ შეელეოდნენ, მაგრამ რამდენადაც ვიცით, არაბებს კრიზისი არ შეეხებათ, ამიტომ ისინი შეძლებენ, მინიმუმ 100 მილიონის გადახდას და თუ რომელიმე ინგლისურ გრანდს, კონკურენცია მოუნდება, მათაც მოუწევთ იმავე თანხის გაღება.

ეს "ბარსას" აწყობს და კოუტინიოს გაყიდვაზე უარს არ იტყვის. არადა, კიკე სეტიენს მოსწონს ბრაზილიელი. უბრალოდ, ჯერ, ისიც კი არავინ იცის, "ბარსა" გადადებულ სეზონს როგორ დაასრულებს და შესაბამისად, არავინ იცის, დარჩება თუ არა სეტიენი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 28 მაისი 2020 13:56
    0
    Eshinia bichebis tu ra jandabaa ro ar aqanebs gamcheni?
    მწერალი [?]
    #3 28 მაისი 2020 13:37
    0
    ციტატა: marco reus 11
    მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავი არასდროს არ ყოფილა კოუ :დ


    უკვე მაგასაც უკარგავთ? 😀
    ეჰ.. რა დღეში ჩაიგდო თავი

    ციტატა: M10 S9 D11
    100 მილიონს არავინ გადაგვიხდის და ჯობია ისევ ჩვენ გამოვიყენოთ ასე რომ უნდა დააბრუნონ


    არაბებისთვის 100 მილიონი სემიჩკის ფულია : )
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 მაისი 2020 13:31
    1
    100 მილიონს არავინ გადაგვიხდის და ჯობია ისევ ჩვენ გამოვიყენოთ ასე რომ უნდა დააბრუნონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 28 მაისი 2020 13:20
    1
    მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავი არასდროს არ ყოფილა კოუ :დ
    --------------------
    fly with barca,
    die with barca