ტრიოს ძიებაში

  • 28-05-2020, 12:02
  • ტრიოს ძიებაში

    Marca-მ "ბარსელონას" სატრანსფერო პოლიტიკას, კიდევ ერთი სტატია მიუძღვნა.
    ლაუტარო მარტინესი "ბარსელონას" მთავარი სამიზნეა, მოლაპარაკებები გრძელდება და თუ გავითვალისწინებთ, რომ ლაუტარომ, "ინტერთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, სულ მალე, "ბარსასთან" შეთანხმებაც შედგება.

    გამომდინარე ლაუტაროს სათამაშო პოზიციიდან, "ბარსა" მას ცხრიანზე განიხილავს, მაგრამ სულაც არ არის შეუძლებელი, რომ სუარესთან დუეტში ვიხილოთ, მათ უკან კი ლიონელ მესი. როგორც არგენტინის ნაკრებშია, მესის წინ, აგუერო და ლაუტარო არიან განლაგებულნი.

    ამ ტრიოს ერთად ხილვის კიდევ ერთი მიზეზი, პროფესიონალების გამოთქმული მოსაზრებაა, რომ ლაუტაროს, სუარესისგან ბევრის სწავლა შეუძლია. თავად სუარესიც, ჯერ კიდევ 3 წლის წინ ითხოვდა ხელმძღვანელობისგან მისი შემცვლელის ყიდვას, რათა ნელ-ნელა ესწავლა და მის შესაცვლელად მზად ყოფილიყო.

    ლაუტაროს ფასის შესახებ ყველაფერი ვიცით, ამ პირობებში ამხელა თანხის გადახდა მარტივი არ იქნება, თუნდაც 80-90 მილიონი და ფეხბურთელი, "ბარსასთვის" რთული დასათმობია, მაგრამ თუ გავიხსენებთ რამხელა თანხა გადაყარა კლუბმა თავდამსხმელების ძიებაში, ამ ტრანსფერზე დიდხანს ნამდვილად არ იფიქრებენ.

    "ბარსამ" 9 თავდამსხმელი მოსინჯა, სხვადასხვა პერიოდში, მაგრამ ვერც ერთმა გაამართლა.

    უკანასკნელი წარმატებული ტრანსფერი, 2014 წელს შედგა, როცა "ბარსამ", ლუის სუარესი გაიფორმა. ურუგვაელი მეექვსე სეზონს ატარებს "ბარსელონაში" და 270 შეხვედრაში, 191 გოლი აქვს გატანილი.

    ამის შემდეგ კი იწყება წარუმატებელი ტრანსფერების კასკადი.

    პირველი გაუგებრობა იყო არდა თურანი. თურქი "ატლეტიკოს" ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ ის არც გარემარბი ყოფილა და არც ცენტრალური ნახევარმცველი, შესაბამისად, გაჩნდა კითხვა, სად უნდა ეთამაშა არდას? ან, რატომ იყიდეს ასეთ პირობებში? გუნდი ჯერ კიდევ 4-3-3-ს თამაშობდა და მისი ადგილი არსად იყო.

    არდა "ატლეტიკოში" მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, თურქეთის ნაკრებში მარცხენა ნახევარმცველად, იყო შემთხვევები, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არა ისე, როგორც "ბარსა" ითხოვს, ის არ არის ბურთის დამჭერი ნახევარმცველი, რომელსაც ტემპის კონტროლი და შეტევის მიმართულების ცვლა შეუძლია.

    დაახლოებით იგივე აბსურდია დაშვებული გრიზმანთან მიმართებაში, რომელიც ყველაზე უკეთ, ცრუ ცხრიანზე თამაშობს. მის წინ მუდმივად იყვნენ ცენტრფორვარდები: მორატა და დიეგო კოშტა "ატლეტიკოში", ოლივიე ჟირუ - საფრანგეთის ნაკრებში.

    თავად ნაწყენმა თქვა, გარემარბი არ ვარ, იმიტომ, რომ დრიბლინგი ჩემი ძლიერი მხარე არ არისო, ყველაზე მაღალ დონეზე კი ის შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც მესი არ იყო, რადგან ის სივრცე ჰქონდა თავისუფალი, სადაც ყველაზე კარგად გრძნობდა თავს.

    მემგონი დროა, "ბარსამ" "ატლეტიკოს" ფეხბურთელების მიმართ დაინტერესება შეწყვიტოს, რადგან, როგორც ტაქტიკური, ისე სათამაშო სტილის თვალსაზრისით, აბსოლუტურ აცდენაში არიან.

    "ბარსამ" სათადარიგო სკამისთვის შეიძინა მალკოლმი და კევინ-პრინს ბოატენგი, მაგრამ ვერც ერთმა გაამართლა. შეიძლება ვინმემ თქვას, მაინც სკამისთვის იყიდესო, მაგრამ ჯერ ერთი, კლუბმა საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა, მერე მეორე, ჰენრიკ ლარსონიც სკამისთვის იყიდეს, მაგრამ ძალიან დიდი კვალი დატოვა, იმ ფორმაციის "ბარსელონაში".

    დემბელეს და კოუტინიოს ტრანსფერი, ყველაზე დიდი იმედგაცრუება გამოდგა, რადგან ყველაზე მეტს სწორედ მათგან ველოდით. ნეიმარის შეცვლა ცალ-ცალკე კი არა, ერთად ვერ შეძლეს. რა თქმა უნდა, ვალვერდეც დიდი პრობლემა იყო, მაგრამ ვარსკვლავები ასეთ პრობლემებს, როგორც წესი, უმკლავდებიან, მათ კი ეს, ვერ შეძლეს.

    საერთო ჯამში, "ბარსელონამ" 482 მილიონი ევრო გაიღო, სულ რაღაც 90 გოლში.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    katalomia ფანი [?]

    28 მაისი 2020 14:58

    Valverdes sheedzlo misi stilidan gamomdinare 2 napadayushit tamashi, es 4 itac ver axerxebs inagda da chirdeba mesame mara yavt da ra pontia?! Suas imedi araaqvt isev da meramdened cdebian am suaze. Sua ar chaagdebs sezons.

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    28 მაისი 2020 13:27

    ციტატა: marco reus 11
    ციტატა: M10 S9 D11
    მესი სუარესი გრიზმანის ტრიოს გამოყენება მშვენივრად შეიძლება ნორმალური ტრენერის ხელში

    მძიმე თავდასმაა ძან და მოვიჭიმებით ლიგაზე ისევ :)

    არანაირად
    მესი
    გრიზმანი სუარესი

    ამ წყობით უნდა დააყენონ ეს სამი მსუბუქი ფორვარდის მოვალეობას შეასრულებს გრიზმანი პლიუს მესისთან შეეძლება პოზიციის გაცვლა გრიზმანსაც შეუძლია ფლეიმეიქერობა და მესისაც მეორე ფორვარდობა ასე ვერც მესის დაკეტავენ და მეტოქის მცველებსაც დააბნევენ

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    marco reus 11 Culé [?]

    28 მაისი 2020 13:18

    ციტატა: M10 S9 D11
    მესი სუარესი გრიზმანის ტრიოს გამოყენება მშვენივრად შეიძლება ნორმალური ტრენერის ხელში

    მძიმე თავდასმაა ძან და მოვიჭიმებით ლიგაზე ისევ :)

    2
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    28 მაისი 2020 13:02

    დემებლეში გადაყრილია 105 მილიონი + უზარმაზარი ბონუსები. სამ წელში თამაშების ნახევარი გამოტოვა და სულ 20 გოლამდე აქვს გატანილი ყველა ტურნირზე. მაგის მოყვანა იყო პანიკური გადაწყვეტილება ნეიმარის ადგილის შესავსებად.ისე აზარის ყიდვაც შეიძლებოდა თვითონაც აქვს ნათქვამი მესისთან ერთად ვითამაშებდიო.

    2
    საიტზეა
    Lautaro Martínez ფანი [?]

    28 მაისი 2020 12:36

    მსნ მნგ მოიყვანეთ ნეიმარი და ეგაა რად უნდა ლაი ლაი ამას მესი სუა ნემო და გრიზი მკვლელი ოთხეული იქნება და შეეშვით ამ ლაუტაროს მომავალ ზაფხულამდე მიეცით მას პირობა რო მომავალ ზაფხულს იყიდით და ეგაა

    1
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი❤️❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გასულია
    Gio-96 გულშემატკივარი [?]

    28 მაისი 2020 12:16

    აი კიკეს დროს რო მოსულიყო მალკომი კიდე შეიძლებოდა შანსი ქონოდა, მაგრამ იმ დროს მოვიდა ბარსაში როცა 4-4-2 იყენებდა ვალოდია და დიდი დროც არ ეძლეოდა, რა 14 თამაში ბევრია?

    2
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    28 მაისი 2020 12:15

    მესი სუარესი გრიზმანის ტრიოს გამოყენება მშვენივრად შეიძლება ნორმალური ტრენერის ხელში

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge