რატომ დაუთმო "ბარსელონამ" ლუკა იოვიჩი "რეალს"?

  • 28-05-2020, 00:28
  • რატომ დაუთმო "ბარსელონამ" ლუკა იოვიჩი "რეალს"?

    მადრიდის "რეალმა" გასულ ზაფხულში ფრანკფურტის "აინტრახტიდან" სერბი შემტევი ლუკა იოვიჩი დაიმატა. ივარაუდებოდა, რომ 22 წლის თავდამსხმელი "სამეფო გუნდში" ბრწყინვალე კარიერას მოიწყობდა, თუმცა ასე არ მოხდა.

    იოვიჩი "რეალში" გადასვლამდე "აინტრატში" ბრწყინავდა და ბუნებრივია, ერთი წლის წინ ლუკა ძალიან მოთხოვნადი ფეხბურთელი იყო - მისი შეძენა არაერთ კლუბს სურდა. ამ მხრივ გამონაკილსი არც "ბარსელონა" იყო. "ბლაუგრანას" მიერ იოვიჩით დაინტერესებაზე ბევრი იწერებოდა, თუმცა, საბოლოოდ, ახალგაზრდა მოთამაშე მადრიდულ კლუბში აღმოჩნდა. თუმცა, ახლა უკვე "თეთრებს" იოვიჩთან განშორება სურთ.

    Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონას", მიუხედავად ინტერესისა, იოვიჩის შეძენა არც კი უცდია. წყაროს ინფორმაციით, კატალონიურ გრანდში მიიჩნევდნენ, რომ ფეხბურთელის საოცარი გოლის ალღოს მიუხედავად, ის ლიონელ მესისა და გუნდის ცნობილ სტილს ვერ მოერგებოდა. ამასთანავე, სერბი თავდამსხმელი არც "ბლაუგრანას" სპორტულ დირექტორს, ერიკ აბიდალსა და არც კლუბის სკაუტებს ხიბლავდათ.

    ლუკა იოვიჩმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში თავი მხოლოდ 2 გოლით გამოიჩინა. ის საშინელ სადებიუტო სეზონს ატარებს, რის გამოც "ბარსას" შეუძლია, მიღებული გადაწყვეტილებით თავი გამართლებულად მიიჩნიოს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Flying Johan გულშემატკივარი [?]

    28 მაისი 2020 16:46

    ბარსას არ გამოადგებოდა არფერში

    1
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    28 მაისი 2020 14:25

    ესეც კაი უდისციპლიონოა

    1
    გასულია
    nikusha ფანი [?]

    28 მაისი 2020 12:38

    ციტატა: პენდრაგონი
    მეკარეები: ტერ შტეგენი, პენია

    მცველები: პიკე, უმტიტი, ლენგლე, ტოდიბო, არაუხო, სემედუ, ემერსონი, ალბა, გაია.

    ნახევარმცველები: ბუსკეტსი, არტური, დე იონგი, ვიდალი, პუჩი, რუისი, კოუტინიუ.

    თავდამსხმელები: მესი, სუარესი, ფატი, ბრეითვეითი, ტრინკაუ, დემბელე, მალენი/ვერნერი.

    არ გვჭირდება არც ლაუტარო და არც ნეიმარი


    პუჩის ნაცვლად ალენია დალშე სწორია

    ციტატა: barcelona87
    მე მგონია რო აი ეს გუნდი კარგად გაამართლებს. ესეიგი: მეკარეები: 1.მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი. 13.ინიაკი პენია.(ნეტო გაიყიდება 20-25 მილიონად). მარცხენა მცველები: 18.ჟორდი ალბა. 4.ალექს გრიმალდო. მარცხენა ცენტრალური მცველები: 15.კლემან ლენგლე. 23.სამუელ უმტიტი. მარჯვენა ცენტრალური მცველები: 3.ჟერარდ პიკე. 6.ჟან-კლერ ტოდიბო. მარჯვენა მცველები: 2.ნელსონ სემედო. 16.მუსა ვაგე. საყრდენი ნახევარმცველები: 5.სერხიო ბუსკეტსი. 21.ფრენკი დე იონგი. 17.მატეუს ფერნანდეში(ეს ორგან თამაშობს,საყრდენად და მარჯვნივ,საყრდენზე დადგება,თასზე მივცეთ დროები). მარჯვენა ცენტრალურიო ნახევარმცველბი: 8.არტურ მელო. 24.ფაბიან რუისი. შემტევი ნახევარმცველები: აქ სამს ვაყენებ, 14.ფილიპე კოუტინიო, 25.რიკი პუჩი. 22.დონი ვან დე ბეეკს თუ დაითრევენ. მარცხენა ვინგერები: 11.ნეიმარ ჟუნიორი. 7.უსმან დემბელე. (ანსუ ფატი ჯერ ბარსა ბეში იქნება და მომავალ წელს დაწინაურდეს ჯობია.) მარჯვენა ვინგერები: 10.ლიონელ მესი. 20.ფრანცისკო ტრინკაო.(რობერტო გაიყიდება).ცენტრალური ფორვარდები: 9.ლუის სუარესი. და 12.ლაუტარო მარტინესი. 19.მარტინ ბრეიტვეიტი. აბა რა აზრის ხართ.?

    ალენია პუჩის ნაცვლად

    0
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გასულია
    ani-barca10 Culé [?]

    28 მაისი 2020 10:45

    მაგიტოა ზიდანი კვერცხი ვერ გახსნა ტიპი :დ არადა შარშან რა ფორმაში იყო :დ

    1
    --------------------
    38 წლის ფედერერმა ჯოკოვიჩი გაიფინა :დდდ https://m.youtube.com/watch?v=AlEShGJvIrg

    ბარსელონა რეალს იფენს მუდამ

    21 საუკუნე, პიკე 36 ტიტული > რეალი 22 ტიტული

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    გასულია
    პენდრაგონი წევრი [?]

    28 მაისი 2020 02:30

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ციტატა: me da barca
    კიდევ კარგი ეს არ იყიდეს. რაში გადაყარა პერესმა 60 მილიონი?😂

    ბართუშა ამაში 100 მაინც გადაყრიდა 😂😂😂

    ზემოდან მილიტაოს დააყოლებდა 70 მილიონად :დდ

    3
    გასულია
    პეპ გუარდიოლა ფანი [?]

    28 მაისი 2020 01:55

    ციტატა: me da barca
    კიდევ კარგი ეს არ იყიდეს. რაში გადაყარა პერესმა 60 მილიონი?😂

    ბართუშა ამაში 100 მაინც გადაყრიდა 😂😂😂

    5
    გასულია
    პენდრაგონი წევრი [?]

    28 მაისი 2020 01:48

    მეკარეები: ტერ შტეგენი, პენია

    მცველები: პიკე, უმტიტი, ლენგლე, ტოდიბო, არაუხო, სემედუ, ემერსონი, ალბა, გაია.

    ნახევარმცველები: ბუსკეტსი, არტური, დე იონგი, ვიდალი, პუჩი, რუისი, კოუტინიუ.

    თავდამსხმელები: მესი, სუარესი, ფატი, ბრეითვეითი, ტრინკაუ, დემბელე, მალენი/ვერნერი.

    არ გვჭირდება არც ლაუტარო და არც ნეიმარი

    3
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    28 მაისი 2020 01:37

    იმიტომაც ხეხავს სკამს ბარსას რო რეალი არჩია

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Gaucho24 გულშემატკივარი [?]

    28 მაისი 2020 01:32

    მეკარეები : ტერ შტენეგი ნეტუ პენია
    მარჯვენა მცველები : სემედუ , დესტი
    ცაცია ცენტრალური მცველები : უმტიტი , ლენგლე
    მარჯვენა ცენტრალური მცველები : პიკე , ტოდიბო , არაუხო
    მარცხენა მცველები : ალბა , ტალიაფიკო
    ჩამშლელი ნახევარმცველი : ბუსკეცი , დე იონგი , ფერნანდეში
    ცენტრალური ნახევარმცველი : არტური , პიანიჩი , რობერტო
    შემტევი ნახევარმცველი : კოუტინიო , ალენია , რიკი პუჩი
    მარჯვენა ფლანგის ვინგერი : მესი , ტრინიკაუ
    ცენტრფორვარდი : სუარესი , ლაუტარო
    მარცხენა ფლანგის ვინგერი : ნეიმარი , ფატი
    დემბელე გრიზმანი რაფინია ვიდალი რაკიტიჩი ფირპო ბრაითვეიტი წავლენ აქიდან 250 მილიონი მაინც უნდა აიღონ პლუს ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი 50-60 მილიონი ტრანსფერებისთვის და სულ თავისუფლად შეძლებენ რომ ტალიაფიკო დესტი პიანიჩი ლაუტარო ნეიმარი მოიყვანონ მაგრამ სავარაუდოდ ეს ასე არ მოხდება

    2
    საიტზეა
    barcelona87 გულშემატკივარი [?]

    28 მაისი 2020 01:13

    მე მგონია რო აი ეს გუნდი კარგად გაამართლებს. ესეიგი: მეკარეები: 1.მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი. 13.ინიაკი პენია.(ნეტო გაიყიდება 20-25 მილიონად). მარცხენა მცველები: 18.ჟორდი ალბა. 4.ალექს გრიმალდო. მარცხენა ცენტრალური მცველები: 15.კლემან ლენგლე. 23.სამუელ უმტიტი. მარჯვენა ცენტრალური მცველები: 3.ჟერარდ პიკე. 6.ჟან-კლერ ტოდიბო. მარჯვენა მცველები: 2.ნელსონ სემედო. 16.მუსა ვაგე. საყრდენი ნახევარმცველები: 5.სერხიო ბუსკეტსი. 21.ფრენკი დე იონგი. 17.მატეუს ფერნანდეში(ეს ორგან თამაშობს,საყრდენად და მარჯვნივ,საყრდენზე დადგება,თასზე მივცეთ დროები). მარჯვენა ცენტრალურიო ნახევარმცველბი: 8.არტურ მელო. 24.ფაბიან რუისი. შემტევი ნახევარმცველები: აქ სამს ვაყენებ, 14.ფილიპე კოუტინიო, 25.რიკი პუჩი. 22.დონი ვან დე ბეეკს თუ დაითრევენ. მარცხენა ვინგერები: 11.ნეიმარ ჟუნიორი. 7.უსმან დემბელე. (ანსუ ფატი ჯერ ბარსა ბეში იქნება და მომავალ წელს დაწინაურდეს ჯობია.) მარჯვენა ვინგერები: 10.ლიონელ მესი. 20.ფრანცისკო ტრინკაო.(რობერტო გაიყიდება).ცენტრალური ფორვარდები: 9.ლუის სუარესი. და 12.ლაუტარო მარტინესი. 19.მარტინ ბრეიტვეიტი. აბა რა აზრის ხართ.?

    0
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    28 მაისი 2020 01:11

    ამის პოხიუსტი დედა ვატირე კიდეკაი არ ვიყიდეთ მკვდარზე ვენიკები ისედაც არ გვაკლია. ტიპი რეალში თამაშობს, ათში ერთხელ გაყავით მოედანზე 15 წუთი და მაგ დროსაც დასეირნობს. არ გვჭირდება უმიტივაციო როჟები

    2
    გასულია
    me da barca Culé [?]

    28 მაისი 2020 01:02

    კიდევ კარგი ეს არ იყიდეს. რაში გადაყარა პერესმა 60 მილიონი?😂

    2
    გასულია
    frenkie dejong21 ფანი [?]

    28 მაისი 2020 00:59

    ლაუტაროს რაღაცნაირად ამას ვამსგავსებ 🤔

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge