ფოკუსს მიღმა - 27.05.2020

ფოკუსს მიღმა - 27.05.2020

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

რონალდინიო გაუჩო

"კატანიას" ყოფილი არგენტინელი მცველი, პაბლო ალვარესი "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელთან, რონალდინიოსთან დაპირისპირებას იხსენებს, რომელიც მაშინ "მილანში" ასპარეზობდა: "პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელი ოთახისკენ მივდიოდით, როდესაც რონალდინიო მომიახლოვდა და მითხრა: "ალვარეს, ჩემი მაისური აიღე და გთხოვ, ჩემს მიმართ უხეშობა შეწყვიტე". გაუჩოს შეჩერება შეუძლებელი იყო, ბრაზილიელი დაფრინავდა. ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა". [Crack Deportivo]

ედუარდ მიშუ

"ბარსელონას" ინტერესთა სფეროში მყოფი 17 წლის ფეხბურთელი, ედუარ მიშუ "პარი სენ-ჟერმენთან" პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს გააფორმებს. [Goal]

ლიონელ მესი

ლიონელ მესის Instagram-ის ოფიციალური  გვერდი 25 მაისს, მოულოდნელად, 40 წუთის განმავლობაში გათიშული იყო. როგორც აღმოჩნდა, "ბარსელონას" ვარსკვლავის ანგარიშზე ჰაკერული თავდასხმის მცდელობა იყო. [The Nacional]

მირალემ პიანიჩი

მიუხედავად იმისა, რომ არტურ მელომ მირალემ პიანიჩის ტრანსფერში ჩართვაზე უარი განაცხადა, "ბარსელონა" "იუვენტუსთან " მოლაპარაკებებს აგრძელებს. [Mundo Deportivo]

ხავიერ გარსია პიმიენტა

"ბარსელონას", სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, ხავიერ გარსია პიმიენტასთვის ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია კონტრაქტი,  რომელიც მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება. [Sport]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 28 მაისი 2020 14:34
    0
    იმიტომ დაუთმო რო მეორე სლემბელეა და ხრუსტალი