მარკ ბარტრა: პუიოლი - ჯერ ჩემი კერპი, შემდეგ კი თანაგუნდელი იყო

მარკ ბარტრა: პუიოლი - ჯერ ჩემი კერპი, შემდეგ კი თანაგუნდელი იყო

"ბარსელონას" ყოფილი და "ბეტისის" ამჟამინდელი ცენტრალური მცველი, მარკ ბარტრა სევილიური გუნდის ოფიციალურ მედიასთან კატალონიურ კლუბში გატარებულ პერიოდს იხსენებს.

ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი

დღე, როდესაც "ბარსელონასთან" ერთად ლა ლიგაში პირველი შეხვედრა ჩავატარე. ამ მომენტში ბავშვობის ოცნება ამიხდა.

ისტორიული მატჩი, რომელში მონაწილეობასაც ისურვებდა

"იუვენტუსის" წინააღმდეგ ბერლინში გამართული ფინალი (3:1). მე სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი და ყველაფერს ახლოდან ვხედავდი. მეოთხედფინალამდე, ამ ტურნირზე საკმაო სათამაშო დრო მომეცა და აღნიშნულ დაპირისპირებაში ჩართვაც მსურდა, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ მოვიგეთ.

ბავშვობის კუმირები

კარლეს პუიოლი და ასევე რონალდინიო, რომელიც განსაკუთრებული იყო. ჩემთვის, მისი თამაშის ხილვა მაგიური გახლდათ.

ადამიანი, რომლისგანაც ბევრი ისწავლა 

ეჭვგარეშეა, რომ პუიოლი... ის ჩემი კერპი იყო, შემდეგში კი - თანაგუნდელი. რაც შეეხებათ მწვრთნელებს, ყველასგან ბევრი ვისწავლე, რასაც ახლაც ვაგრძელებ.

გამორჩეული მოგონება ფეხბურთიდან

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ "ვისენტე კალდერონზე" ("ატლეტიკოს" ყოფილი სტადიონი) დებიუტი შესანიშნავი იყო, მაგრამ ასევე ლუის ენრიკეს ფორმაციის "ბარსასთან" ერთად ტრებლის მოგებას გამოვყოფდი. ასეთი რამ ხშირად არ ხდება.

ბარტრა "ლა მასიას" 11 წლის ასაკში შეუერთდა, პირველ გუნდში მისი დებიუტი კი 19 წლის ასაკში, 2010 წელს, პეპ გვარდიოლას ხელში შედგა. 2016 წელს "დორტმუნდში" გადასვლამდე, მარკმა "ბარსელონას" შემადგენლობაში 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. გერმანულ კლუბში გატარებული სეზონნახევრის შემდეგ, 2017 წლიდან ესპანელი "რეალ ბეტისის" ღირსებას იცავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #5 28 მაისი 2020 01:26
    0
    ბარტრაა რა ჰოტ ბოი იყო ❤️🔥
    ფანი [?]
    #4 28 მაისი 2020 01:19
    0
    აუუ აიი ძააან მევასებოდა ეს ბიჭი და ძაან მეყინს ის ფეხბურთი რომ ვერ ითამაშა რასაც ველოდით
    --------------------
    Forca Barca!!!
    ფანი [?]
    #3 28 მაისი 2020 01:14
    0
    ბარსას დონე არ ყოფილა მარა ასეთ ფორმაში მყოფ მცველებს ნამდვილად გაუწევს კონკურენციას
    Culé [?]
    #2 28 მაისი 2020 00:37
    0
    პუიოლი ჯერ შენი კერპი, მერე თანაგუნდელი და მერე თუ არ ვცდები შენი აგენტიც იყო.
    Culé [?]
    #1 27 მაისი 2020 22:02
    2
    პეპი ამისგან არანაკლებ მცველს დააყენებდა, სხვა თუ არაფერი ლენგლეს მაინც აჯობებდა