მარტინ ბრეითუეიტს საფეხბურთო ინტელექტი გააჩნია - მაიკლ პედერსენი

მარტინ ბრეითუეიტს საფეხბურთო ინტელექტი გააჩნია -  მაიკლ პედერსენი

მარტინ ბრეითუეიტის მენტორი, მაიკლ პედერსენი, რომელსაც ამჟამად დანიის 17 წლამდელთა ნაკრები აბარია, Goal-თან საინტერესო ინტერვიუს წერს.

"მარტინის "ბარსელონას" მაისურში დიდხანს ნახვა კორონავირუსის გამო არ დაგვცალდა, თუმცა ის "ბლაუგრანას" სტილის მოთამაშეა, რაც ბევრს არ სჯერა.

მას ნებისმიერი ტაქტიკური მონახაზის მორგება და ექსტრაორდინალურად თამაში შეუძლია. 28 წლის შემტევს ისეთ რამეებს ხედავს, რასაც სხვა ფეხბურთელები ვერც ამჩნევენ. ის სივრცეებს თანაგუნდელებისათვის ქმნის, მაშინ როცა, გზის გაკვალას ყველა საკუთარი თავისათვის ცდილობს.

მარტინს საფეხბურთო ინტელექტი გააჩნია - შეტევის წამოწყებისათვის საჭირო დროსა და ადგილს წინასწარ დიდი დაკვირვებით საზღვრავს. კარგი მოთამაშეები სივრცის გაჩენისთანავე შეტევაზე გადადიან, თუმცა საუკეთესო ფეხბურთელები ასეთ მომენტებში იცდიან და წინ წასასვლელად იდეალურ მომენტს ელოდებიან. ბრეითუეიტი "ბარსელონაში" სწორედ ამიტომ თამაშობს.

თინეიჯერობის ასაკში მარტინი ძალიან ამბიციური იყო და მასში უთუოდ ყველა დიდ პოტენციალს ხედავდა", - აცხადებს პედერსენი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 27 მაისი 2020 23:12
    1
    არაა ცუდი როჟა მარტინა და იმედია მიეცემა შანსი იმის დასამტკიცებლად რო არაა ხელწამოსაკრავი და მთლად უთამაშებელი არ წავა გუნდიდან როგორც ბოატენგი.
    Culé [?]
    #3 27 მაისი 2020 22:03
    1
    სწორედ დღეს ვუყურე, ნტვ ფუტბოლზე ეიბართან გამართულ მატჩს.რომელიც სადებიუტო იყო მარტინისთვის. მშვენივრად ირბინა და ფაქტიურად ორი საგოლეც გააკეთა. მესის პოკერი და რუსი კომენტატორის ხარხარი, როცა ლეომ გრიმანს კარის წინ დაუგორა და სანამ ის აზრზე მოვიდოდა მცველმა ააცალა, ასხლეტილი კი ისევ ლეომ გაიტანა. მერე კიდევ ამ მარტინის დარტყმა და დამატებაზე ლეოს მეოთხე. კომენტატორი ხუმრობდა. არ უნდა ამ კაცს არც ჰეთთრიკი და არც პოკერი,მაგრამ რა ქნასო ვირაცამ ხო უნდა გაიტანოსო. ისე რომ მართალია მარტინ ბრეითუეიტის მენტორი მაიკლ პედერსენი. მართალია ცოტა გვარი ტეხავს, მაგრამ ჯანდაბას.

    ციტატა: M10 S9 D11
    ძალიან მაგრად გამოვიყენებთ ბრაიტვაიტს ზამენიდანაც და ძირითადშიც აი 2015 წლის პედროსავით იქნება

    ისე პედროს კიდევ არაუშავს. ნამეტანი გაბერილი გვაქვს სასტავი თორემ, ძალიან მონდომებულია და უფასოდ შეგვეძლო დაგვემატებინა.
    ფანი [?]
    #2 27 მაისი 2020 21:05
    6
    შეიძლება მკვლელი შემსრულებელი არაა, მაგრამ ისეთ თამაშებში სადაც მოწინააღმდეგე 11 კაცით საჯარიმოში არ დგას მაგრად გამოიყენებს კაი მწვრთნელი იმიტორო უბურთოდ აი ტოპ კლასის ფორვარდივით მოძრაობს, იცის როდის ასწრაფდეს რაც სივრცეებს ხსნის საოცრად და როცა მესი გიდგას გვერფით შემტევს იმას სივრცეს თუ გაუთავისუფლებ ყველამ იცის რამდენად გაიზრდება მისი ისედაც სასწაული შედეგიანობა...რავიცი მერომ მკითხოს ბართომ ვეტყოდი დავტოვოთ გუნდში და მაგრად გამოგვადგება ზამენიდანთქო თან ისეთი ფეხბურთელიც არაა რო ძირითადი მოგთხოვოს ან კონტრაქტის გახანგრძლივებაში ფულის მომატება მოითხოვოს
    --------------------
    Forca Barca!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 მაისი 2020 20:17
    2
    ძალიან მაგრად გამოვიყენებთ ბრაიტვაიტს ზამენიდანაც და ძირითადშიც აი 2015 წლის პედროსავით იქნება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued