ინიესტა: "ჩვენ ძალიან კარგი გუნდის წინაშე წარვდგებით"

ინიესტა: "ჩვენ ძალიან კარგი გუნდის წინაშე წარვდგებით"



ინიესტა: "ჩვენ ძალიან კარგი გუნდის წინაშე წარვდგებით"

ანდრეს ინიესტა "ემირატებზე" თავის კარიერაში პირველი შეხვედრის გასამართად ემზადება. ანდრესმა მატჩისწინა პრეს–კონფერენციაზე შემდეგი განცხადება გააკეთა: "ლონდონელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და თუ ჩვენ კარგი შედეგის მიღწევა გვსრუს, მაშინ ნამდვილად კარგად მოგვიწევს თამაში."

ინიესტამ შარშან, "მეთოფეებთან" მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო. "ეს უნდა იყოს ძალიან მიმზიდველი თამაში და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს შესაძლებლობებს კარგად წარმოვაჩენთ. ეს არის გუნდი, რომელსაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და ამიტომაც ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გამოვიყენოთ ჩვენი ყველა შანსი და რაღა თქმა უნდა, ვითამაშოთ ჩვენს სტილში", განაცხადა ესპანელმა ნახევარმცველმა.

ინიესტამ აღნიშნა, რომ: "ჩვენ ახლა განწყობა შეცვლილი გვაქვს, რადგანაც მატჩი "ხიხონთან" უკვე დავიწყებულია – ეს "ჩემპიონთა ლიგაა"!" 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ასევე განაცხადა, რომ "ბარსა" არ ღელავს იმაზე, თუ როგორ თამაშობენ "მეთოფეები": "ჩვენ არ ვღელავთ იმაზე, თუ როგორ თამაშობს ჩვენი მოწინააღმდეგე, ჩვენ უბრალოდ ვაჩვენებთ ჩვენს ფეხბურთს, ვიქნებით კონცენტრირებულები, შევეცდებით არ დავუშვათ ბევრი შეცდომა და შევქმნათ, რაც შეიძლება მეტი მომენტი. ჩვენ ჩვენი საქმე როგორც შეტევაში, ისე დაცვაში უნდა გავაკეთოთ, რადგანაც ჩვენ ძალიან სერიოზული და საშიში მეტოქის წინ წავრდგებით."

ანდრესმა ასევე განაცხადა, რომ ყველაფერი ოთხშაბათის მატჩით არ გადაწყდება: "არავინ ელის იმას, რომ ეს დაპირისპირება შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობას გამოავლენს. ყველაფერი მეორე მატჩის შემდეგ გადაწყდება."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.