არიედო ბრაიდა მირალემ პიანიჩსა და ნეიმარზე საუბრობს

არიედო ბრაიდა მირალემ პიანიჩსა და ნეიმარზე საუბრობს

ბარსელონას" ყოფილი სპორტული დირექტორი და სკაუტი, არიედო ბრაიდა კატალონიური კლუბის სამიზნეებზე, მირალემ პიანიჩსა და ნეიმარ ჟუნიორზე საუბრობს.

"ბოსნიელი "ბარსას" პროფილის ფეხბურთელია. ვფიქრობ, პიანიჩი ჩავისა და ანდრესის ტიპის მოთამაშეა. მირალემი არცერთი მათგანი არ გახლავთ, თუმცა მას უსაზღვრო ინტელექტი და ტექნიკა აქვს.

ნეიმარის დონის ფეხბურთელს შეუძლია, ნებისმიერი კლუბი დააინტერესოს და მის სტილს მოეგროს. ამაში ეჭვი არ მეპარება. თუმცა, "ბარსელონა", მასთან ერთად და მის გარეშეც, ძლიერია. "ბარსა" ყოველთვის დიდი გუნდი იქნება, რადგან ეს დნმ-ში აქვს. ჟუნიორი შესანიშნავი მოთამაშეა, რომელსაც ლეო მესისა და ჟერარ პიკესთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ კორონავირუსმა ყველაფერი გაართულა", - ციტირებს იტალიელის სიტყვებს Mundo Deportivo.

გავრცელებული ჭორებით, "ბლაუგრანა" "იუვენტუსთან" პიანიჩის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ცნობილია, ტურინელებს ტრანსფერში არტურ მელოს ჩართვა სურთ, თუმცა თავად ბრაზილიელი კლუბის დატოვების წინააღმდეგია. ასევე, გარიგებაში ნელსონ სემედუს მონაწილეობა განიხილება.

მირალემმა ამ სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 32 მატჩში თავი 3 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა. რაც შეეხება ბრაზილიელს, მან 22 შეხვედრაში 18 ბურთი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. Transfermarkt-ი პიანიჩს - 52, ნეიმარს კი 128 მილიონ ევროდ აფასებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 მაისი 2020 09:23
    0
    ლიონში რომ იყო მაშინ ვუჭვრიტინებდი მაგრამ ... ეხლა 30 წლისაა და მგონი სისულელეა ამის ყიდვა.
    --------------------
    აზრი?
    Culé [?]
    #1 27 მაისი 2020 17:01
    2
    Pianichi aris umagkesi klasis nax mcveli .. zogs arudna da rakitichi urchevnia.. rakitichs kargqd kiara 2 jer uket chaanacvlebs