MD: "იუკასლმა" "ბარსელონას" ოფიციალურად მიმართა
- 27-05-2020, 13:12
-
ფეოლა
- 19

როგორც MD ავრცელებს, "ნიუკასლმა", "ბარსელონას", ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის თაობაზე, ოფიციალურად მიმართა.
მოსალოდნელი იყო, რომ ბრაზილიელის გადაბირების მთავარი პრედენდენტი, "ნიუკასლი" იქნებოდა. "კაჭკაჭების" ახალი მმართველობა სერიოზულად არის განწყობილი, რომ კონკურენტუნარიანი კლუბი ჩამოაყალიბონ და წუწუნს არც ფინანსებზე დაიწყებს.
"ბარსა" კი საჭირო მილიონების მოგროვებას შეძლებს. როგორც ჩანს, არაბებმა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინოს დათანხმება უკვე შეძლეს. მართალია ჯერ ეს ყველაფერი არ გაოფიციალურებულა, მაგრამ არც არაფერი უკლია.
მაურისიო და კოუტინიო, "ესპანიოლში" გადაიკვეთნენ, როცა საკმაოდ ძლიერი კლუბის ჩამოყალიბება შეძლეს. რა თქმა უნდა, არგენტინელმა კოუტინიოს შესაძლებლობები იცის.
ისიც დაიწერა, რომ თუ პოჩეტინომ რომელიმე გრანდისგან შეთავაზება მიიღო, "ნიუკასლს" უარს ეტყვის და მის ნაცვლად, არაბები, რაფაელ ბენიტესს დააბრუნებენ, თუმცა ეს, კოუტინიოს ტრანსფერზე არ იმოქმედებს.
კოუტინიომ "ბარსელონას" მაისურით 76 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა, მაგრამ მისგან, გაცილებით მეტს ელოდნენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]