რატომ ლაუტარო და არა ჰოლანდი?

რატომ ლაუტარო და არა ჰოლანდი?

MD, ჟორდი კრუიფს ეხმაურება და ერლინგ ჰოლანდს სტატიას უძღვნის. 

დორტმუნდის "ბორუსიამ" კიდევ ერთი სატრანსფერო მასტერკლასი შემოგვთავაზა, როცა ნორვეგიელი ფორვარდი, 20 მილიონ ევროდ გადაიბირა. გაუგებარია, რატომ არ შეიძინა ჰოლანდი "მანჩესტერ უნაიტედმა", რომელსაც ფორვარდის პოზიციაზე სერიოზული პრობლემები აქვს. სავარაუდოდ, ინგლისელებს ჰოლანდის შესაძლებლობებში ეჭვი შეეპარათ, რაც ცოტა უცნაურია, რადგან მათი თავკაცი, ოლე გუნარ სულშერია, ნორვეგიული ფეხბურთის ლეგენდა, რომელსაც კარგად უნდა სცოდნოდა, თუ რასთან აქვს საქმე.

ასეა თუ ისე, ჰოლანდი დორტმუნდშია და მისი ფასი საგრძნობლად გაზრდილია. მთავარ მყიდველად კი, უკვე დიდი ხანია, მადრიდის "რეალს" ასახელებენ. თუმცა, მცირე ხნის წინ, ჟორდი კრუიფმა, "ბარსელონას" მისი გაფორმება ურჩია.

ჰოლანდმა, პირველად 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინა, სადაც ერთ შეხვედრაში, 9 გოლის გატანა შეძლო. მალევე, ყველამ გაიგო, რომ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. მისი აგენტი, ამ დროისთვის უკვე, მინო რაიოლა იყო.

კარგად თუ გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ, რომ ჰოლანდის სახელს, ზამთარში, "ბარსელონასაც" უკავშირებდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ ლუის სუარესმა ტრავმა მიიღო და კლუბი შემცვლელის ძიებაში იყო, მაგრამ ხელმძღვანელობამ ისე დაახანა, რომ საბოლოოდ, მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატიდან შეძლეს ფეხბურთელის დამატება. არადა, შანსი იყო, ჰოლანდი ხელში ჩაგვეგდო.

გასაგებია, რომ "ბორუსიაში", მუდმივი თამაშის გარანტია მიიღო, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა, არც "ბარსელონაში" მოაკლდებოდა.

საბოლოოდ, "ბარსამ" ბრეითუეიტი შეიძინა, რომელიც, სულ რაღაც, 2 მილიონი ევროთი ნაკლები ღირდა, ჰოლანდთან შედარებით.

მას შემდეგ, ჰოლანდმა ბუნდესლიგაც დაიპყრო, ჩემპიონთა ლიგაზეც საუკეთესო იყო პსჟ-ის წინააღმდეგ და მისი ფასი 72 მილიონი ევრო გახდა. ხუთი თვის შემდეგ, კიდევ 52 მილიონი ევროთი მოიმატებს. თუ Transfermarket-ს დავუჯერებთ.

ასე რომ, ჰოლანდის ხელში ჩაგდების პირველი შანსი გაშვებულია, მაგრამ მეორე შანსი გრანდებს ამ ზაფხულში ექნებათ, მერე და მერე, მისი შეძენა განსაკუთრებით გაჭირდება, მით უმეტეს, მინო რაიოლას მადის გათვალისწინებით.

თუმცა, როგორც "ბარსას" ხელმძღვანელობა, ისე ფეხბურთელები, განსაკუთრებით კი, ლიონელ მესი, ლაუტაროს ტრანსფერს კურირებენ. ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ არგენტინელი უფრო ერგება "ბარსას" სტილს, მაგრამ ჟორდი კრუიფმა, სხვაგვარად განსაჯა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 27 მაისი 2020 17:28
    0
    ბორუსიას ჰოლანდი 43 მილიონი დაუჯდა. 20 მილიონი ყოფილ გუნდს გადუხადეს, 7 მამამისს, (გარკვეულ უფლებებს ფლობდა) და 15 გადაუხადეს იმ ღორ რაიოლას. რა დონის ნაგლია ტიპი თითქმის არაფრისგან რამხელა მაყუთს ღუნავს.
    Culé [?]
    #10 27 მაისი 2020 16:01
    1
    მესიმ იმიტოო
    Culé [?]
    #9 27 მაისი 2020 15:45
    2
    არც ჰოლანდი და არც ლაუტარა არ არის დღეისათვის ბარსას დონის,ჯეკამდე ვერცერთი ვერ მივა საერთოდ,ეს არ ნიშნავს სხვა გუნდებში ცუდად ითამაშებენ,არ შეიძლება ვინც ერთ სეზონს კარგად ჩაატარებს ყველა ბარსაში წამოვიყვანოთ,ჩემი აზრით ლამასიას მეტი ნდობა უნდა,ფინანსურად კარგია და ადაპტაცია არ უჭირთ,თან ახლა ძალიან მაგარი თაობა მოდის
    მურმანი
    სტუმარი [?]
    #8 27 მაისი 2020 15:16
    3
    https://youtu.be/0kPN20CPpzg
    ამ ვიდეოში ნორმალურადაა განხილული ლაუტაროს სტილი. კიდევ სხვა ბევრი უნარი აქვს. იმედია დარწმუმდებით რომ შესანიშნავი ფეხბურთელია და სუასაც კარგად შეცვლის. წესით უნდა მოერგოს ბარსას სტილს რამე საოცრება თუ არ მოხდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 27 მაისი 2020 15:03
    0
    2

    გუშინ ჰოლანდის დარტყმა, ბოატენგმა რომელიც წაქცეული იყო საჯარიმოში, ხელით, უფრო სწორად იდაყვით მოიგერია და მსაჯმა ვარ-ი არ ნახა. ეს ფაქტი:
    დღეს მთელი გერმანული პრესა აჭრელებულია, გულშემატკივრები ვერ მალავენ იმედგაცრუებას, ვინაიდან ფიქრობენ რო ფედერაცია სპეციალურად ეხმარება ბაიერნს გაჩემპიონობაში
    მთავარი და ჩვენთვის სასიამოვნო მომენტი იყო ერთი ჟურნალისტის გამოთქმა:
    «ВАР меня озадачивает. Игрок умышленно блокирует удар по воротам рукой, а просмотра эпизода нет».
    Журналист Ронан Мёрфи припомнил Боатенгу унижение от Лионеля Месси.
    «Это не пенальти. Все знают, что естественное положение Боатенга после того гола Месси».

    ვინც რუსული არ იცის: "ვარი ძალიან გვაფიქრებს, მოთამაშე წინასწარგანზრახვით ბლოკავს კარში დარტყმას ხელით მომენტს კი მსაჯი არ უყურებს გამეორებაზე. აქვე ეს ჟურნალისტი ახსენებს ბოატენგს მესისგან მიყენებულ დამცირებას და გესლიანად ამატებს: "ეს პენალტი არ არის. ყველამ იცის, ეს ბოატენგის ბუნებრივი მდგომარეობაა მესის იმ გოლის შემდეგ-ო"
    ვინც რუსული იცის აქ ნახავთ მომენტსაც და კომენტებსაც: https://www.eurosport.ru/football/bundesliga/2019-2020/story_sto7759210.shtml
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 27 მაისი 2020 14:32
    0
    ციტატა: basa7
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    არცერთი არაა ბარსას შესაფერისი

    გეთანხმები, არც ჰალანდი და არ ლაუტარო არაა ბარსას სტილი. ვერაფრით ვერ მივამგვანე ეს ლაუტარო სუარესს ვერც ერთ თამასში და რატო ამსგავსებენ ვერ მივხვდი

    ვერნერიც კი ორივეზე უფრო ჯდება მგონია ბარსაში

    მე ვიფიქრე და მივხვდი მესი რატო ჩალიჩობს ლაუტატოს მოთრევას და იმ მძორმა სუარესმაც რატო თქვა იდიალურად შემცვლისო, პასუხი არი ძაან მარტივი. რა აკლია მესის რო ყველაზე წინ დააყენონ და არანაირი კითხვის ნიშნები არ იყოს რა დარჩა მოსაგები? აი ეგ არი პასუხიც რატო ლაუტარო

    ციტატა: ROUCH
    ციტატა: basa7
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    არცერთი არაა ბარსას შესაფერისი

    გეთანხმები, არც ჰალანდი და არ ლაუტარო არაა ბარსას სტილი. ვერაფრით ვერ მივამგვანე ეს ლაუტარო სუარესს ვერც ერთ თამასში და რატო ამსგავსებენ ვერ მივხვდი

    ვერნერიც კი ორივეზე უფრო ჯდება მგონია ბარსაში

    მე ვიფიქრე და მივხვდი მესი რატო ჩალიჩობს ლაუტატოს მოთრევას და იმ მძორმა სუარესმაც რატო თქვა იდიალურად შემცვლისო, პასუხი არი ძაან მარტივი. რა აკლია მესის რო ყველაზე წინ დააყენონ და არანაირი კითხვის ნიშნები არ იყოს რა დარჩა მოსაგები? აი ეგ არი პასუხიც რატო ლაუტარო

    ხოდა ცდილობს თავისთან ყავდეს გამოზარდოს, რო მერე იქნებ ნაკრებთან ერთად თუნდაც 38 წლისამ სათადარიგოთა სკამიდან მოიგოს მსოფლიო ლაუტაროს დახმარებით, სხვა ისეთი არავინ ჩანს ჯერ თორე იმასაც მოაყვანინებდათ და იმაზეც იყყოდა ხავია სუფთაო ან ინიესტააო და რავი გააჩნია რა პოზიცია იქნება
    Culé [?]
    #5 27 მაისი 2020 14:18
    3
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    არცერთი არაა ბარსას შესაფერისი

    გეთანხმები, არც ჰალანდი და არ ლაუტარო არაა ბარსას სტილი. ვერაფრით ვერ მივამგვანე ეს ლაუტარო სუარესს ვერც ერთ თამასში და რატო ამსგავსებენ ვერ მივხვდი

    ვერნერიც კი ორივეზე უფრო ჯდება მგონია ბარსაში
    მწერალი [?]
    #4 27 მაისი 2020 13:54
    0
    ციტატა: BOMBORA..NEYMAR JR..MSN..ANSU FATI
    არ უნდა ამას ამხელა სტატია 😂(არ გეწყინოს ხუმრობა ფეოლა)
    რატო ლაუტარო და არა ჰოლანდი მაგის პასუხია ლიონელ მესი და არ დამიწყოთ ეხლა საიდან მოგაქ და ვინ თქვაო ამაზე არაერთხელ დაიწერა და მოგეხსენებათ კვამლი ნაკვერჩხლის გარეშე არ არსებობს

    მითუმეტეს ჰოლანდის აგენტი ისევე როგორც დელიჰტის დონარუმას პოგბასი და სხვა არაერთი ფეხბურთელის არის ის გაუმაძღარი ფულის მეშოკი მინო რაიოლა

    რომელმაც რეალში მივიყვან ჩემს ვარსკვლავსო და სავარაუდოდ ეს ჰოლანდი იქნება


    არა რა უნდა მეწყინოს..
    თან თარგმანია, მე არ ჩამიანალიზებია : )
    ფანი [?]
    #3 27 მაისი 2020 13:47
    2
    არ უნდა ამას ამხელა სტატია 😂(არ გეწყინოს ხუმრობა ფეოლა)
    რატო ლაუტარო და არა ჰოლანდი მაგის პასუხია ლიონელ მესი და არ დამიწყოთ ეხლა საიდან მოგაქ და ვინ თქვაო ამაზე არაერთხელ დაიწერა და მოგეხსენებათ კვამლი ნაკვერჩხლის გარეშე არ არსებობს

    მითუმეტეს ჰოლანდის აგენტი ისევე როგორც დელიჰტის დონარუმას პოგბასი და სხვა არაერთი ფეხბურთელის არის ის გაუმაძღარი ფულის მეშოკი მინო რაიოლა

    რომელმაც რეალში მივიყვან ჩემს ვარსკვლავსო და სავარაუდოდ ეს ჰოლანდი იქნება
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #2 27 მაისი 2020 13:15
    2
    ციტატა: ani-barca10
    მე როგორც ვიცი 2022 წლის ზაფხულში ხდება 75 მილიონი ჰალანდის გამოსასყიდი და თუ ეგრეა 2021 წლის ზაფხულში ეცდებიან გაყიდვას 100 მილიონზე მეტად

    2021ში ხდება 75 მილიონი გამოსასყიდი და მაგ წელს წავა რომელიმე გრანდში. უდიდესი ალბათობით რეალში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 მაისი 2020 13:09
    4
    მეც ეგ კითხვა მაწუხებს რატომ ლაუტარო და არა ჰოლანდი ან ვერნერი რატო გადაეკიდნენ ამ უპოზიციო ფეხბურთელს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued