ლეო მესის 3 გამოწვევა მიმდინარე წლისთვის

  • 27-05-2020, 00:29
  • ლეო მესის 3 გამოწვევა მიმდინარე წლისთვის

    "ბარსელონას" 32 წლის კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, არაერთი რეკორდი მოხსნა, თუმცა ის, ჯერჯერობით, გაჩერებას არ აპირებს.

    Tribuna წარმოგვიდგენს 3 მიღწევას, რომლებიც არგენტინელმა ვარსკვლავმა, დიდი შანსია, 2020 წლის ბოლომდე დააფიქსიროს.

    900 მატჩი კარიერაში

    მესიმ, პროფესიონალურ დონეზე, 856 თამაში ჩაატარა (718 - "ბარსელონაში", 138 - არგენტინის ნაკრებში). მას 900-მატჩიან ნიშნულამდე მხოლოდ 44 შეხვედრა აშორებს. თუ ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა გეგმის მიხედვით განახლდება, ლეოსთვის წლის ბოლომდე აღნიშნული რაოდენობის მატჩების დაგროვება რთული არ იქნება.

    ყველაზე მეტი გოლი ერთ გუნდში

    "ბლაუგრანას" ლიდერი პელეს ლეგენდარული რეკორდის მოხსნასთან ძალიან ახლოსაა. გამოჩენილ ბრაზილიელს ერთი კლუბის, "სანტოსის" მაისურით 643 გოლი გაუტანია. მესის ანგარიშზე, ამ დროისთვის, "ბარსელონაში" 627 გატანილი ბურთია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეოს პელეს მიღწევამდე 16 გოლი აშორებს.

    ლა ლიგის მე-11 ტიტული

    ლეო მესი "ბარსასთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონი 10-ჯერ გახდა. კატალონიელები, ამჟამად, 58 ქულით ლა ლიგის ცხრილს ლიდერობენ და რა თქმა უნდა, მათ ტიტულის მოგების ძალიან დიდი შანსი აქვთ.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: ლიონელ მესი
    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    27 მაისი 2020 17:11

    ისე ამ ციფრებზე ფიქრისას ლეოს სტატისტიკას გადავხედე ამ საიტის საშუალებით. კლუბის შემადგენლობის გვერდზე. და საინტერესო ფაქტი ვნახე, ლეოს პირად რეკორდებში.
    ოქროს ბუცი (6): 2009/10, 2011/12, 2012/13, 2016/17, 2017/18, 2018/19
    ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (4): 2009/10, 2011/12, 2012/13, 2016/17
    გამოდის რო ევროპის ბომბარდირი(ოქროს ბუცი) ექვსჯერ მოიგო და ესპანეთის ბომბარდირი ოთხჯერ გახდა. ეს როგორ გამოდის? ევროპაში საუკეთესო იყო და ესპანეთში არა? თუ საუკეთესო ბომბარდირს ესპანეთში გოლების რაოდენობით არ ირჩევენ?

    1
    გასულია
    Soxa წევრი [?]

    27 მაისი 2020 16:03

    აბა შენ იცი ლომო! 💓

    0
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    27 მაისი 2020 11:56

    11 ლა ლიგა გაასწორებდა. ხენტოს უნდა აჯობოს და 13 ლა ლიგა მოიგოს

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    მთავარი ვამოწვევა მუნდიალი უნდა იყოს, ბოლო შანსი ექნება და სულ რო მოკვდეს მაქსიმუმი უნდა გაიღოს, 1000 პროცენტით უნდა დაიხარჯოს

    მუნდიალი 2022 შია და აქ 2020 წელზეა საუბარი. ვინმემ თუ იცით ევროპის მომდევნო ჩემპიონატი 2024 ში იქნება თუ 2025?

    0
    გასულია
    პეპ გუარდიოლა ფანი [?]

    27 მაისი 2020 02:01

    მთავარი ვამოწვევა მუნდიალი უნდა იყოს, ბოლო შანსი ექნება და სულ რო მოკვდეს მაქსიმუმი უნდა გაიღოს, 1000 პროცენტით უნდა დაიხარჯოს

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    27 მაისი 2020 01:39

    სამივეს უპრობლემოდ შეასრულებს პელეს რეკორდს უნდა ჩაახტეს ტყუპი წიხლით

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Pablos ar abia წევრი [?]

    27 მაისი 2020 00:44

    შემდეგ სტატიაში 5 გამოწვევა გვინდა 😂😂😂

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge