ფოკუსს მიღმა - 26.05.2020

ფოკუსს მიღმა - 26.05.2020

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

ლიონელ მესი

გუშინ, ესპანეთის დროით, დაახლოებით, 01:00 საათზე ლეო მესის ინსტაგრამის ანგარიში გაქრა, თუმცა 40 წუთში იგი აღდგა. მსგავსი შემთხვევა წარსულიც დაფიქსირდა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ გამოძიება დაიწყო. [Sport]

ეინჯელ გომესი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა, ეინჯელ გომესმა ანდრეს ინიესტაზე ისაუბრა: "ჩემს სტილს ანდრესისას შევადარებდი, რომელიც ყოველთვის ჩემი ერთ-ერთი კუმირი გახლდათ. ინიესტა დიდი მოთამაშე იყო, რომელსაც ბავშვობაში თვალს ვადევნებდი. ვცდილობ, მას მივბაძო". [Manutd.com]

დიეგო ტალავერონი

"ბარსელონა" "სევილიას" 18 წლის ფეხბურთელით, დიეგო ტალავერონით ინტერესდება. ახალგაზრდა თავდამსხმელის ღირებულება 200 000 ევროს შეადგენს. [Mundo Deportivo]

ემანუელ ამუნიკე

"ბარსელონას" ყოფილი ნიგერიელი ფეხბურთელი, ემანუელ ამუნიკე აცხადებს: "როცა "ბარსაში" გადავედი, იქ ისეთი დიდი ფიგურები დამხვნენ, როგორებიც პეპ გავარდიოლა, გეორგე პოპესკუ, ხრისტო სტოიჩკოვი, ლუიშ ფიგუ და რონალდო ნაზარიოა. ჩემთვის, ეს დიდი ცვლილება იყო, რის გამოც ახალ სიტუაციასთან ადაპტირება მომიწია, რაც დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვდა". [Marca]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.