ხავიერ ტებასი: თამაშები, შესაძლოა, დაგეგმილზე გვიან განახლდეს
- 26-05-2020, 21:40
-
DaviD_ViLLa_7
- 3

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ესპანეთის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონის დარჩენილი ნაწილის ძლიერი სიცხის გამო ისევ გადადებას არ გამორიცხავს.
"კომპიუტერული პროგრამებით ვმუშაობთ. ვიცით, რა ტემპერატურაა თითოეულ დღეს და თითოეულ ადგილზე. ტემპერატურის ისტორიულად საშუალო მონაცემებს ვეცნობით. სწორედ ასე ვადგენთ გრაფიკებს. თუმცა, თუ ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს, მატჩები, შესაძლოა, დაგეგმილზე ცოტა უფრო გვიან განახლდეს.
ვეცდებით, ყველას ჯანმრთელობა და უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. შევიმუშავებთ ნორმებს, მაგრამ იგი ყველასთვის მისაღები არ იქნება", - ციტირებს ტებასის სიტყვებს Movistar.
ივნისი და ივლისი ესპანეთში, ჩვეულებრივ, ყველაზე ცხელი თვეებია. გავრცელებული ცნობებით, ლა ლიგის დასრულება, სიცხესთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, 5 კვირის ვადაში იგეგმება.
აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ჩემპიონატი 8 ივნისს განახლდება, "ბარსელონა" კი პირველ მატჩს 14 ივნისს ჩაატარებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]