ლეო მესი ფეხბურთის დასაბრუნებლად მზადაა! - ულამაზესი გოლი ვარჯიშზე [ვიდეო]
- 26-05-2020, 18:59
-
Tsitsi
- 8
![ლეო მესი ფეხბურთის დასაბრუნებლად მზადაა! - ულამაზესი გოლი ვარჯიშზე [ვიდეო] ლეო მესი ფეხბურთის დასაბრუნებლად მზადაა! - ულამაზესი გოლი ვარჯიშზე [ვიდეო]](/uploads/posts/2020-05/1590505243_lionel-messi-barcelona-argentina-world-cup-973314.jpg)
კატალონიის "ბარსელონა" ლა ლიგის სეზონის განახლებისათვის დიდი ენთუზიაზმით ემზადება. დღეს "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" მორიგი სავარჯიშო სესია გამართეს.
ესპანეთის ჩემპიონატმა ცოტა ხნის წინ კლუბებს უფლება მისცა, 14-14 ფეხბურთელით დაკომპლექტებულ ჯგუფებად ევარჯიშათ. აღნიშნულმა ფაქტმა "ბლაუგრანას" საშუალება მისცა, საფეხბურთო მატჩის იმიტაცია გაეკეთებინა და მოთამაშეები ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ.
კლუბის ოფიციალური Twitter-ის გვერდი ვარჯიშის ერთ-ერთ მონაკვეთს გვიზიარებს, სადაც ჩანს, თუ როგორი მონდომებით უვლის თანაგუნდელებს გვერდს ლიონელ მესი და ტერ შტეგენს ლამაზ გოლს უტანს.
🔝 Ganas de fútbol = Ganas de Messi 🐐 pic.twitter.com/farotX10zj
— FC Barcelona (desde 🏠) (@FCBarcelona_es) May 26, 2020
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]