ერნესტო ვალვერდე: გულშემატკივრების გარეშე თამაში რთული იქნება
- 26-05-2020, 17:31
-
Tsitsi
- 4

როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო, სეზონის დარჩენილი მატჩები დახურულ კარს მიღმა გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, "ბარსელონს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ 2017 წელს "ლას პალმასთან" დაპირისპირება გაიხსენა, რომელიც ასევე მაყურებლების გარეშე ჩატარდა.
"გულშემატკივრების გარეშე თამაში საშინელი გრძნობა იყო. ჩვენ ამ მატჩისთვის მზად არ ვიყავით. ახლა, ფეხბურთელები ფსიქიკურად კარგ კონდიციებში არიან, თუმცა ეს მარტივი მაინც არაა.
3-4 შეხვედრის შემდეგ მოთამაშეები მსგავს მდგომარეობას შეეგუებიან, თუმცა პირველ დაპირისპირებაში ეს რთული იქნება", - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Mundo Deportivo.
"ბარსამ" აღნიშნული დაპირისპირება 3:0 მოიგო, ქომაგთა არყოფნის მიზეზი კი პოლიტიკური იყო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]