Bild: "ლევერკუზენი" კაი ჰავერტცის ფასს არ შეამცირებს
- 26-05-2020, 16:48
-
Tsitsi
- 3

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ლევერკუზენის "ბაიერი" "ბარსელონას" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნის, კაი ჰავერტცის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს მოითხოვს.
ადრე გავრცელებული ჭორების თანახმად, პიტერ ბოშის გუნდი, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ახლაგაზრდა ფეხბურთელის ღირებულებას შეამცირებდა, თუმცა ზემოთხსენებული წყარო იუწყება, რომ გერმანელი გამთამაშებლის ფასი არ შემცირდება.
ჰავერტცს როგორც ცენტრალურ ნახევარმცველად, ასევე მარჯვენა გარემარბად ასპარეზობა შეუძლია. 20 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 36 მატჩში თავი 14 გოლითა და 8 ასისტით გამოიჩინა, 2020 წელს კი მონაწილეობა 17 გოლში მიიღო (10 გოლი + 7 საგოლე გადაცემა) (2-ით მეტი, ვიდრე ბუნდესლიგის ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა).
კაიმ სეზონის განახლების შემდეგ, "ვერდერთან" და "გლადბახთან" 2 შეხვედრაში, ამავე რაოდენობის დუბლის შესრულება მოახერხა. "ბარსასთან" ერთად, ჰავერტცისთვის ბრძოლაში ლონდონის "ჩელსი" და "ლივერპულიც" იბრძვრიან. Transfermarkt-ი მას 81 მილიონ ევროდ აფასებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]