ლა ლიგის სანიტარული პროტოკოლი

ლა ლიგის სანიტარული პროტოკოლი

სავარუდოდ, ესპანეთის ჩემპიონატი 11 ივნისს დაბრუნდება. ლა ლიგამ, უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, გუნდებისთვის მკაცრი სანიტარული წესები შემოიღო, რომელიც ბუნდესლიგის გამოცდილებასაც მოიცავს. Sport პროტოკოლის დეტალებს გვთავაზობს.

პროტოკოლის ამოქმედება

პროტოკოლი მატჩის დაწყებიდან 48 საათით ადრე იწყებს მოქმედებას. თამაშამდე ორი დღით ადრე თითოეულ ფეხბურთელს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი ინფიცირებულის იზოლირება განხორციელდება. ასევე, გუნდებმა გასვლითი თამაშის წინ, ლა ლიგას მგზავრობის გეგმა დეტალურად უნდა გააცნონ, ტრანსპორტის რომელი საშუალების გამოყენება მოხდება (ავტობუსი, თვითმფრინავი, მატარებელი), იქნება ეს ჩარტერული თუ გეგმური რეისი და ა.შ.

ორი ავტობუსი და სასტუმრო

საშიანო თამაშისას, კლუბი ატყობინებს ლა ლიგას, ფეხბურთელები სტადიონზე სახლიდან მიემართებიან თუ ჯერ რაიმე ადგილას იყრიან თავს. ასეთი ადგილი შეიძლება იყოს სასტუმრო.

სტადიონამდე გუნდები ორი ავტობუსით გადაადგილდებიან, რომელშიც დაცული იქნება სოციალური დისტანცია. სტადიონზე შემსვლელ თითოეულ პირს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება.

ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ავტობუსიდან პირდაპირ გასახდელისკენ გაემართებიან, სხვა პირებთან კონტაქტის გარეშე.

მისალმება და გოლის აღნიშვნა

გუნდები და მსაჯთა ბრიგადა ერთმანეთს არ მიესალმებიან და მოედანზე ცალცალკე გამოვლენ. არ იქნება არც საერთო ფოტო. გოლი ფეხბურთელებმა სოციალური დისტანციის დაცვით უნდა აღნიშნონ, თუმცა ბუნდესლიგაში ამ დანაწესის შესრულება პრობლემატურია.

ბუნდესლიგის გამოცდილებით, ლა ლიგა ბურთების დეზინფექციას დანერგავს. კერძოდ, შეხვედრის დროს, როდესაც ბურთი მოედნის ფარგლებს დატოვებს, ბურთის მომწოდებლები (ე.წ. ბოლბოი) მას დეზინფექციას ჩაუტარებენ.

ფეხბურთელები პირველი ტაიმის შესვენებაზე უნიფორმებს გამოიცვლიან. მატჩის დასრულების შემდეგ კი ორივე ფორმა კონტეინერში მოთავსდება და დეზინფექცია ჩაუტარდება.

ტემპერატურა

გამომდინარე ზაფხულში არსებული კლიმატიდან და ტრავმიანობის თავიდან აცილების მიზნით, გუნდებს ხუთი ცვლილების განხორციელების უფლება მიეცემათ, თუმცა ამისთვის თამაშის შეჩერება მხოლოდ სამჯერ იქნება შესაძლებელი. აგრეთვე, იქნება შესვენებები რეჰიდრატაციის მიზნით.

ქვეყნის ცენტრალურ, სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში შეხვედრები 21:30-22:00 საათებში დაიწყება. რაც შეეხება ჩრდილოეთს, კვირის სამუშაო დღეებში 19:30-22:00, ხოლოდ უიქენდზე - 17:00-19:30.

ზონები

პროტოკოლი სტადიონის სამ ზონად დაყოფას ითვალისწინებს - მწვანე, ლურჯი და გარე. მწვანე ზონაში დაშვებულია 94 ადამიანი, რომელშიც, გარდა 46 ფეხბურთელისა, სამწვრთნელო შტაბი და მსაჯთა ბრიგადა შედიან.

ლურჯი ზონა მოიცავს ტრიბუნებსა და სტადიონის შიდა ნაწილს. აქ დაშვებულია კლუბთა ავტორიზებული წარმომადგენლები და ყველა ის ადამიანი, რომელიც მატჩის ორგანიზებისთვის აუცილებელ ფუნქციას ასრულებს  (ბურთის მომწოდებლები, ტექნიკური პერსონალი და ა.შ.). მედია სტადიონზე მინიმალური მოცულობით იქნება წარმოდგენილი და ინტერვიუები, ძირითადად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

გარე ზონაში კი სტადიონის მიმდებარე ტერიტორია შედის, სადაც მაქსიმუმ 32 ადამინი იქნება დაშვებული, მათ შორის კვებისა და სავაჭრო ობიექტების თანამშრომლები. 

გავრცელებული ინფორმაციით, ლა ლიგა 11 ივნისს, სევილიური დერბით, ბრუნდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 26 მაისი 2020 15:42
    2
    Esaa fexburti??? Gundeli gundels ro ver miekareba golis asaghnishnad??? Es fexburti gastans did xans??)) Gols gaitan da tvals ro chaukrav marto mxeci xaro))) arc emocia arc mghelvarebis gamoxatva. Dzaan mecodebian axlidan fexburtis swavla mouwevt.