ლიონელ მესის უმთავრესი გამოწვევა სეზონის განახლების შემდეგ

  • 26-05-2020, 14:21
  • ლიონელ მესის უმთავრესი გამოწვევა სეზონის განახლების შემდეგ

    იმ შემთხვევაში, თუ ლიონელ მესი სეზონის დარჩენილ ნაწილში 14 გოლის გატანაში მიიღებს მონაწილეობას (გოლი + საგოლე გადაცემა), გახდება თანამედროვე ეპოქის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც პირდაპირ თუ ირიბად, წვლილი 1000 გოლის გატანაში შეიტანა.

    ამჟამად "ბარსელონას" კაპიტნის ანგარიშზე "ბლაუგრანასა" და არგენტინის ნაკრების რიგებში ერთად 697 გოლი + 289 ასისტია (ჯამში 986).

    "ოქროს ბურთის" ექვსგზის მფლობელს ხსენებული მისიის შესასრულებლად ლა ლიგაში დარჩენილი 11 ტური და ჩემპიონთა ლიგის თამაშები აქვს.

    "ლა პულგას" უახლოესი მდევარი კრიშტიანუ რონალდუა, რომლის ანგარიშზეც 956 გოლი/ასისტია (725 გოლი + 231 საგოლე გადაცემა).

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    katalomia ფანი [?]

    26 მაისი 2020 23:23

    ციტატა: nika 54
    "ლა პულგას" უახლოესი მდევარი კრიშტიანუ რონალდუა, რომლის ანგარიშზეც 656 გოლი/ასისტია (725 გოლი + 231 საგოლე გადაცემა).
    ამ წინადადებაში გაიგეთ რამე? ალბათ რონალდუს 956 უნდა ეწეროს?



    Xo, chasasworebelia, 956 ertxel weria.

    0
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    26 მაისი 2020 21:19

    "ლა პულგას" უახლოესი მდევარი კრიშტიანუ რონალდუა, რომლის ანგარიშზეც 656 გოლი/ასისტია (725 გოლი + 231 საგოლე გადაცემა).
    ამ წინადადებაში გაიგეთ რამე? ალბათ რონალდუს 956 უნდა ეწეროს?

    1
    გასულია
    პეპ გუარდიოლა ფანი [?]

    26 მაისი 2020 19:13

    მთავარია მშვიდობა იყოს და სეზონი განახლდეს, მესისთვის 14 გოლში მონაწილეობა არაფერია, რონალდოსაც უნდა დაეწიოს გოლებში

    2
    გასულია
    BEQA BARCA ფანი [?]

    26 მაისი 2020 16:46

    გაიტანს 14-ს კი არა უფრო მეტსაც ჩვენი ლომი.

    2
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    26 მაისი 2020 15:37

    მარტო ეგ არა 16 გოლი უნდა და პელეს რწკორდს მოხსნის

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge