MD: "ბარსელონა" დარწმუნებულია, რომ ლეო მესი წასვლას არ აპირებს

  • 26-05-2020, 13:26
  • MD: "ბარსელონა" დარწმუნებულია, რომ ლეო მესი წასვლას არ აპირებს

    ლიონელ მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კლუბი სავსებით დარწმუნებულია, რომ არგენტინელი წასვლას არ აპირებს.

    წყარო იუწყება, რომ შაბათს "ბლაუგრანას" პირველი კაპიტანი პრეზიდენტს, ჟოზეპ მარია ბართომეუსა და აღმასრულებელ დირექტორს, ოსკარ გრაუს პირისპირ შეხვდა.

    კლუბს წამყვანი ფეხბურთელის დარჩენაში ეჭვი არ ეპარება და 100%-ით მობილიზებული ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზეა.

    შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს ლიონელს 33 წელი უსრულდება. ამის გამო მადრიდულმა გამოცემა Marca-მ მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და დაწერა, რომ უცნობია, მესი "ბარსელონას" მოთხოვნილ მაღალ სტანდარტებს კიდევ რა პერიოდის განმავლობაში დააკმაყოფილებს. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: ლიონელ მესი
    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ფლოკი წევრი [?]

    26 მაისი 2020 17:10

    ნოიერი
    კარლოსი-მალდინი-კაფუ
    ხავი
    ზიდანი-რონალდინიო-ინიესტა
    მესი-რონალდო-რონალდუ
    ოცნებას კაცი არმოუკლავს :დ ეს სასტავი გაასწორებდა ფორმის პიკში მყოფი ფეხბურთელებით, და მწვრთნელი გვარდიოლა-კლოპიდან ერთერთი, უფრო კლოპი გაასწორებდა მაინც

    1
    საიტზეა
    Iniesta_8 ფანი [?]

    26 მაისი 2020 16:31

    მესი კიარა ბარსელონა ვერ აკმაყოფილებს მესის სტანდარტებს დემებელეებით ფირპოებით და უტვინო ზანგებით რო გაუვსეს გუნდი. შტეგენი არტური დეიონგი და ფატი მეტი არავინ ჩანს სამომავლოდ ბარსას დონის ფეხბურთელი მთელ კლუბში

    1
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    26 მაისი 2020 15:22

    არსად არაა ეს წამსველწი

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    azulgerana Culé [?]

    26 მაისი 2020 13:43

    😀 შხამიანი გაზეთი :))) მესი ისეთ ფორმაშია რომ 37 წლამდე შეუძლია ბარსაში თამაში და კიდე 3 წელი ზამენაზე 😀✌️🥰

    1
    --------------------
    ღადობარსა :)))
    პარტნიორები
    Flashscore.ge