MD: "ბარსელონას" მოსამზადებელი პერიოდის გახანგრძლივება სურს

  • 26-05-2020, 12:07
  • MD: "ბარსელონას" მოსამზადებელი პერიოდის გახანგრძლივება სურს

    ლა ლიგის განახლება 11 ივნისს არის დაგეგმილი, გუნდებს კი სავარჯიშო სესიების სრულყოფილად ჩატარება 1 ივნისიდან შეეძლებათ. ეს გარემოება, Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონას" უკმაყოფილებას იწვევს.

    კატალონიური კლუბის აზრით, გუნდის ერთიანი შემადგენლობით ვარჯიშისთვის არასრული 2 კვირა საკმარისი არ არის და დამატებით 1 კვირაა საჭირო. 

    ხუთშაბათს, ლა ლიგის ორგანიზებით იმართება კრება, რომელზეც კლუბებს საშუალება ექნებათ, გამოთქვან საკუთარი იდეები, თუმცა, კატალონიური გამოცემის თქმით, განახლების თარიღის შეცვლა განხილვას არ ექვემდებარება და სრული კალენდარი კვირის ბოლოს იქნება ცნობილი.

    Sport-ის ცნობით, ლა ლიგა შეზღუდული ვარჯიშების მაისის ბოლოს გაუქმებას გეგმავს, რათა გუნდებს სრულფასოვანი ვარჯიშისთვის 2 სრული კვირა ჰქონდეთ, თუმცა მედიკოსთა აზრით, არც ეს პერიოდია საკმარისი.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: ლა ლიგა
    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    26 მაისი 2020 13:23

    ხოდა განსაკუთრებულად მონდომებულებმა ივარჯიშეთ რომ მოასწროთ ფორმის აღდგენა, ბარსელონას გამო ლა ლიგას დაგვიანებით არავინ გახსნის. რავიცი ფიზიკური ფორმა მოსალოდნელზე კარგიაო და ახლა თურმე ვეღარ ასწრებენ ბიჭები

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge