ფოკუსს მიღმა - 25.05.2020

  • 25-05-2020, 22:58
  • ფოკუსს მიღმა - 25.05.2020

    წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

    რუბენ სოსა

    რუბენ სოსა, "ინტერის" ყოფილი თავდამსხმელი აცხადებს: "არ ვიცი, რა სურს ლაუტაროს. არ ვიცი, რას ფიქრობენ ფეხბურთელები. ისინი გუნდში 4 წელი სათამაშოდ გადადიან, ერთი წლის შემდეგ კი, უფრო მეტი ფულის გამოსამუშავებლად, მათ წასვლა სურთ. მოთამაშეები ფულზე ბევრს ფიქრობენ". [La Cuatra]

    არტურ მელო

    იტალიურ პრესაში, არტურისა და პიანიჩის გაცვლის შესახებ, აქტიურად იწერება. მართალია, არტურის ოჯახი ამას უარყოფს, მაგრამ ფაქტია, რომ მოლაპარაკებები გრძელდება. არტურის სურვილის საწინააღმდეგო ქმედება კი, კლუბსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობას დაძაბავს. "ბარსას" ხელმძღვანელობამ, რამდენჯერმე დაასახელა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, ვინც კლუბს არ დატოვებს. არტური ხელშეუხებელთა რიცხვში, არ ყოფილა. [Mundo Deportivo]

    უსმან დემბელე

    "ბარსელონას" ფრანგი გარემარბის გადაბირებით "პარი სენ-ჟერმენთან" ერთად, "არსენალიცაა" დაინტერესებული. [Mundo Deportivo]

    ხუან ანტონიო პიცი

    ხუან ანტონიო პიცი მის ყოფილ თანაგუნდელზე, ჩავი ერნანდესზე საუბრობს: "აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩავი "ბარსელონას" გაწვრთნის. არ ვიცი, ეს 2, 5 თუ 8 წელიწადში მოხდება, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ, ადრე თუ გვიან, იგი კატალონიურ კლუბს ჩაიბარებს". [Daily Mail]

    ხავიერ მბუიამბა

    "ბარსელონასა" და იუვენტუსს" შორის შესაძლო ბარტერში კატალონიელთა ახალგაზრდა მცველი, ხავიერ მბუიამბა მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნიდერლანდელი "ბარსას" მიმდინარე წლის ივლისში დატოვებს და კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. [Sport]

    "სევილია"

    შესაძლოა, "სევილიას" ფეხბურთელთა უგუნურმა ქმედებამ ლა ლიგის განახლების ვადა გადასწიოს. ანდალუსიელებმა კარანტინის წესები დაარღვიეს და ერთად 10 ადამიანზე მეტი შეგროვდნენ. აღნიშნულის ამსახველი კადრები ევერ ბანეგას მეუღლემ გაავრცელა და მალევე წაშალა. [Sport]

    ფილიპე კოუტინიო

    "ტოტენჰემის" ყოფილი მეკარე, პოლ რობინსონი, ბრაზილიელი ნახევარმცველის დამატების მომხრეა და "დეზებს" მის ტრანსფერზე მუშაობისკენ მოუწოდებს: "ჩემი აზრით, ის "ტოტენჰემისთვის" დიდებული შენაძენი იქნება. ინგლისის დატოვების შემდეგ მან საკუთარი თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა. ფილიპე სათამაშო სტილის მიხედვით, სწორედ პრემიერ ლიგას ეწყობა. ეჭვგარეშეა, რომ ჩემპიონატი მასთან ერთად კიდევ უფრო გაძლიერდება." [Football Insider]

    ყოფილმა ვარსკვლავმა, ფრენკ ლებოფმა, ESPN-თან "ლურჯების" სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა და კლუბს ფილიპე კოუტინიოს ნაცვლად, კაი ჰავერცის ყიდვა შესთავაზა: "მე მოედანზე სითამამე მომწონს. კაი 30 წლის დაღვინებული ფეხბურთელივით გამოიყურება, რომელმაც იცის, რა და როდის უნდა გააკეთოს. რაც შეეხება კოუტინიოს, ის "ბარსელონასა" და "ბაიერნში" ცუდად გამოიყურებოდა. "არისტოკრატებს", ჟორჟინიოსა და კოვაჩიჩის სახით, ახალგაზრდა ნახევარმცველები ჰყავთ. არ მგონია, მათ ფონზე ფილიპეს ადგილი მოიძებნოს". ESPN]

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge