რატომ იქნება ტოდიბოს გაყიდვა შეცდომა?

  • 25-05-2020, 21:50
  • რატომ იქნება ტოდიბოს გაყიდვა შეცდომა?

    გასულ წელს ცენტრალური მცველის, ჟან-კლერ ტოდიბოს, "ტულუზიდან" 1 მილიონ ევროდ შეძენა "ბარსასთვის" მომგებიანი არა მხოლოდ პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშის დამატების მხრივ, არამედ ბიზნესის კუთხითაც იყო.

    წელიწადნახევარში ტოდიბოს ფასი 25-ჯერ გაიზარდა. ფრანგის ტრანსფერით კი "იუვენტუსია" დაინტერესებული. ტურინელებს ჟან-კლერის გადაბირება "ტულუზიდანვე" უნდოდათ, თუმცა კატალონიელებთან სატრანსფერო დუელში დამარცხდნენ.

    იმის დასადასტურებლად, რომ ტოდიბოს გაყიდვა კლუბის მხრიდან არასწორი ნაბიჯი იქნება, შეგვიძლია ორი არგუმენტი მოვიყვანოთ.

    "ბარსელონა" არ არის "სევილია" ან "ბეტისი", რომლებიც ფეხბურთელებს იაფად ყიდულობენ და მის ძვირად გაყიდვას ცდილობენ.

    "ბლაუგრანას" ფილოსოფია ახალგაზრდა ტალანტების შეძენა, მათი გაძლიერება და მსოფლიო დონის ვარსკვლავებად ჩამოყალიბებაა. ტოდიბოს კი სრული პოტენციალი აქვს იმისა, რომ განსაკუთრებული ცენტრალური მცველი გახდეს.

    გასაგებია, რომ მისი 25 მილიონად გაყიდვით, კლუბი 24 მილიონიან სარგებელს ნახავს, თუმცა, პიკე უკვე 33 წლისაა და გუნდს სჭირდება მოთამაშე, რომელიც მას ეტაპობრივად შეცვლის და მომავალში სრულად ჩანაცვლებას მოახერხებს.

    თუ "ბარსა" ტოდიბოს გაყიდის და მისი მსგავსი ტალანტის შეძენას შეეცდება, ეს მინიმიუმ 50 მილიონი ევრო დაუჯდება. იმდენივე, რამდენიც "რელმა" მილიტაოში გადაიხადა. 

    შესაბამისად, შორსმიმავალ პერსპექტივაში "ბარსელონამ" შეიძლება საკმაოდ დიდი შეცდომა დაუშვას. 

    ეთანხმებით, თუ არა აღნიშნულ მსჯელობას თქვენ და რამდენად ოპტიმალურად მიგაჩნიათ ამჟამად "შალკეს" შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელის გაყიდვა?

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    lesane C ფანი [?]

    26 მაისი 2020 12:12

    არაა გასაშვები კაცი მარა არაფერი გამიკვირდება ამათგან

    0
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    26 მაისი 2020 09:12

    19 ელის ლაწირაკმა ინტერს თან ვის ინტერს ხო გააჩნია ლაუტაროს
    ჩვენ ვიზეც ვიცნებობთ ლაუტაროს და გლადიატორ ლუკაკუს შე^^^ თან და უკარგესი თამაში დადო

    ამის გარდა
    ვიზუალურად რო მონსტრია

    1.85+ მაღალია და შავკანიანი.

    იმენა კულიბალის ჯანზე როა და უბრალოდ თამაში ჭირდება

    გუნდი ყიდის 23 მილიონისთვის


    მრჩებელებიც არ ყავს ბლინნნნ

    0
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    გასულია
    jigliga Culé [?]

    26 მაისი 2020 06:09

    Stalini unda gaacocxlo da am transferis damgegmavk unda daacxrilino
    Mere dajdeba delmdgvaneloba daiwyeben y***ebis fxanvas da fiqrs tu rato amboben axalgazrda talantebi barselonashi tamashze uars modi magalitze de jong avigot romelshic 80 jer meti gadaixades da is inedebi srulad cer gaamartla rasac movelodit da am tobidos ras gadaekidnen

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    26 მაისი 2020 04:02

    ტიპმა ლაუტაროს და ლუკაკუს ფეხი არ გაანძრევინა რასაც ქვია და ესენი უშვებენ ამაზე პერსპექტიული ნეტა ვინ მოყავთ

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    პეპ გუარდიოლა ფანი [?]

    26 მაისი 2020 01:04

    უმტიტი გაყიდეთ და ყოდიბო დააბრუნეთ

    0
    გასულია
    katalomia ფანი [?]

    26 მაისი 2020 00:43

    ციტატა: Guro
    100% ვეთანხმები.სევილიას და ბეტისის დონეზე დავეცით.არაფრით არ შეიძლება ამ ბიჭის გაყიდვა.ამის გარეშე რაცაა შალკეს დაცვა კარგად გამოჩნდა წინა მატჩებში.პოტენციალი უდიდესი აქვს და რატო ყიდიან არ მესმის.აათამაშონ და იქნება 50მილიონამდე იზრდება ამ ბიჭის ფასი.დელიხტმა რა ქნა იუვეში ამდენი მზად რო არიან 70მლნ მიათხლიშონ?
    PSბარსას ხელმძღვანელობისგან არაფერო გამიკვირდება


    Araferi didi motamashe araa (jer yovel shemtxvevashi) zustad im dortmunddtan gamochnda rac aris

    0
    გასულია
    Gaucho24 გულშემატკივარი [?]

    25 მაისი 2020 23:44

    ბარსელონა ბოლო რამდენიმე წელია არასწორ ფილოსოფიას ატარებს , უამრავის გახსენება შეიძლება ვინც ბარსელონამ არასწორი სატრანსფერო პოლიტიკის გამო დაკარგა , ჯერ მარტო ხავი სიმონსი ვერ მომინელებია , უამრავი ფეხბურთელი დაკარგა და შემდეგ გამართლება იყო აი ვერ გაამართლა , შენ ბარსა ბ დან ფეხბურთელს უშვებ გრანადაში სადაც არაფერია რითიც ფეხბურთელი ისწავლის და გაძლიერდება , და შემდეგ დაიწყეს სხვადასხვა ქვეყნებიდან ახალგაზრდა ფეხბურთელების ყიდვა რადგან ბარსა ბ ში არავინ იყო , რადგან აღარავის სჯეროდა რომ ბარსა შანსს მისცემდა და ზოგი თავად წავიდა ზოგი გაუშვეს , ახლა ტოდიბო , ფეხბურთელს რომელსაც შანსს არ აძლევდნენ , ახალი გადმოსული ახალგაზრდა ფეხბურთელისგან ითხოვდნენ რომ პირველივე მატჩებში პუიოლივით ეთამაშა , გუნდი თავიდან ბოლომდე ფულის შოვნაზეა გადასული , მესის სუარესს ვინმე არ მოეწონებათ მომენტალურად გუნდი უშვებს , მოყავთ მოხუცი გამოცდილი ფეხბურთელები რომლის კარგად თამაშის იმედიც თავად ამ ფეხბურთელს არ აქვს , ბოატენგი , პაულინიო , ვიდალი , ბრაუთვეიტი , ახლა საერთოდ სასწაული , 23 წლის ტალანტს რომელსაც ხავი აქებს და რომელსაც ხავის სტილი აქვს რომელსაც ბარსას დნმ აქვს ცვლიან 30 წლის პიანიჩში რომელსაც 1-2 სეზონი მაქსიმუმ ისიც ნორმალურ დონეზე და არა მაღალ დონეზე , რომელიც ან გაივლის ადაპტაციას ან არა , ეგეთი რაკიტიჩიც გვყავს , ეს ხომ საერთოდ , არანაირი პასის ტექნიკა , კრეატივი , სივრცის შექმნა , ბურთის კონტროლი , ტემპის კონტროლი , გამჭოლი პასები , უბურთოდ მოძრაობა , მისი პლიუსი არის პრესინგი რომელსაც იშვიათად აკეთებს , მაგრამ ბარსაშია უკვე რამდენი წელია და რატო? კაი ტიპია ძმაკაცობს ბიჭებთან , ახლა ვიდალი ცხოველი რომელიც გიჟივით დარბის , როდის უღალატებს ფსიქიკა და გიღალატებს არ იცი , რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია წითელი მიიღოს , რაკიტიჩისგან განსხვავებით ის პრესინგს მუდამ თამაშობს მასსავით ერთი ორი გაუვარდება შორიდან , და კიდევ ერთი განსხვავება რომ შეუძლია საჯარიმოში დამალული ფორვარდი იყოს , მასაც არანაირი კრეატივი და პასის კულტურა , რჩება მოხუცი ბუსკეცი რომელსაც უკვე ასაკი დაეტყო , დე იონგი რომელიც იდეალურია მაგრამ სწორ პოზიციაზე მასაც არ/ვერ ათამაშებენ და პუჩი ალენია რომლებიც ახალგაზრდები არიან , პუჩის იმედი კიდე მაქვს ალენიასი ნაკლებად , და გუნდი არტურს უშვებს , მოიყვანეს კოუტინიო , რომელსაც აქვს კრეატივი , პასის კულტურა , დრიბლინგი , შეუძლია დაფარული გამჭოლი პასების გაკეთება , მეტოქის/მეტოქეების მოტყუება სივრცის შექმნა , ტექნიკა და დარტყმა იდეალური აქვს , მაგრამ გაუშვეს ფლანგზე ნეიმარის შემცვლელად , რატო? კაცმა არ იცის , მოიყვანეს ცენტრფორვარდი , ცრუ ცხრიანი , გრიზმანი და ათამაშებენ მარცხენა ფლანგზე , მემარცხენე ფორვარდს , რატო? კაცმა არ იცის. მოიყვანეს დემბელე 105 მილიონად სულ იტრავმება გდია ლაზარეთში , კაი , როცა მოედანზეა ხო რას ამბობ დაფრინავს , მაგრამ ეგ მწვრთნელს დავაბრალოთ , მისგან შეიძლება ისეთი ფეხბურთელის დაყენება რომელიც ძირითადში თუ არა სკამიდან ძალიან მაგრად გაგაძლიერებს. ახლა ტოდიბოს უშვებენ 24 მილიონის გამო , ხეტაფე ვართ? მოკლედ რომელი ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა , გუნდს წლები მწვრთნელად ვალვერდე ყავდა რადგან ჩმორი ტიპი იყო და ყველას მოსწონდა რასაც უნდოდა იმას აკეთებდნენ და სადამდეც გაუვიდათ გაუვიდათ , კიკეც ეგრე იქნება ოღონდ უფრო დიდი ბურთის ფლობის % ით , ასე რომ 2021 წლამდე არაფერი არ გვეშველება , მაგრამ მერე მესიც წავა და უარესი დაიწყება , იმედია მილანი არ დაგვემართება

    4
    გასულია
    mesi_10 Culé [?]

    25 მაისი 2020 22:51

    გაყიდვა შეიძლება არასწორი იყოს სამომავლო თვალსაზრისით მარა მინიმუმ 2 სეზონი ძირიტადში მოხვედრა გაუჭირდება და მაშინ ჯობია იჯარით ან დორტმუნდში დატოვონ ან კიდევ სხვა გუნდში გაუშვან თუნდაც ესპანურ გუნდში

    2
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    25 მაისი 2020 22:32

    იუვეს თუ უნდა დელიხტში გაგვიცვალოს, რაკიტიჩსაც სიამოვნებით დავამატებთ ზევიდან.

    1
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Guro ფანი [?]

    25 მაისი 2020 22:31

    100% ვეთანხმები.სევილიას და ბეტისის დონეზე დავეცით.არაფრით არ შეიძლება ამ ბიჭის გაყიდვა.ამის გარეშე რაცაა შალკეს დაცვა კარგად გამოჩნდა წინა მატჩებში.პოტენციალი უდიდესი აქვს და რატო ყიდიან არ მესმის.აათამაშონ და იქნება 50მილიონამდე იზრდება ამ ბიჭის ფასი.დელიხტმა რა ქნა იუვეში ამდენი მზად რო არიან 70მლნ მიათხლიშონ?
    PSბარსას ხელმძღვანელობისგან არაფერო გამიკვირდება

    6
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    პარტნიორები
    Flashscore.ge